„როცა ლოგინში ჩაწოლილი მეუღლეს ელოდები და ამ დროს დედამთილი შემოგიწვება, რა ჭკუაზე დადგებით?“
და ამ დროს დედამთილი შემოვიდეს ოთახში და შემოგიწვეს ლოგინში, რა ჭკუაზე დადგებით მაინტერესებს და როგორ მოექცევით ასეთ ქალბატონს შემდეგში? ყველაფერს რომ გიკონტროლებს: რა გაცვია, სად მიდიხარ, თმები როგორ გაქვს გაკეთებული და ა.შ გამაგებინეთ ეს ნორმალურია? ლამის ჭკუიდან შემშალოს მისმა ქცევებმა... ამას თან ემატება ის, რომ ვარ ძალიან დაძაბული სახლში, ვაკონტროლებ ჩემს ქცევებს, არაფერი შემეშალოს, იმიტომ, რომ "ჩამშვებია" და ჩემს მეუღლეს აწვდის ინფორმაციას ყველაფერზე.
მე ვმუშაობ. ჩემი დედამთილი მთელი დღე სახლშია. როცა მოვდივარ დაღლილი და მიჩნდება სურვილი ჩემს ოთახში საწოლზე წამოვწვე და ცოტა ხნით დავისვენო, ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი მთელი დღე მარტო იყო სახლში მოწყენილი და რომ მოვედი სამსახურიდან უნდა გავართო. პირდაპირი გაგებით რომ ვთქვათ, უნდა ვეჭორაო. ხანდახან მართლა არ მაქვს ამის ნერვები და დასვენება მჭირდება. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ძალინ მოქმედებს ჩემზე ასეთი ცხოვრება, ვატყობ, რომ ნერვები აღარ მყოფნის და ჯერჯერობით ვუძლებ, მაგრამ როდემდე გავუძლებ, არ ვიცი. ქმარს რომ ვესაუბრები ამ თემაზე, ბრაზდება და დედამთილის მხარეს იჭერს. მარტო ცხოვრებაზე სიტყვის გაგონებაც კი არ უნდა, დედიკოს ბიჭია, კარგად მართავს მას ჩემი დედამთილი... მე კი ძალინ ცუდად ვარ უკვე.
ფსიქოლოგის რჩევა
-როგორც ჩანს, დედამთილს თქვენთან მეგობრობის სურვილი აქვს, მაგრამ ვერ იცავს ზომიერებას და ზოგჯერ უტაქტო ქცევა გამოდის. ის, რომ დედამთილს თქვენთან მეგობრობა სურს, ძალიან კარგია და თუ გონივრულდ მოიქცევით, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუ სითბოს დაანახებთ დედამთილს და ამავდროულად ტაქიანად (ნახევრად ხუმრობით) აგრძნობინებთ, რომ თქვენ ზრდასრული პიროვნება ხართ, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. რადგან მეუღლე დედაზე საყვედურებს ვერ იტანს, ამიტომ აჯობებს აღარ უთხრათ საყვედურები და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. ჯერ ერთი გახსოვდეთ, 3 კვირა ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ უცხო ოჯახში ცხოვრებას შეეგუოთ. თქვნ სხვა ოჯახში ხართ გაზრდილი, განსხვავებულ ფასეულობებსა და ტრადიციებზე, ახლა კი სხვა ოჯახში შეხვედით და იქ, ბუნებრივიცაა, რომ განსხვავებული გარემო, განსხვავებული ხასიათის ადამიანები დაგხვდათ.
ახლა დედამთილის თემას დავუბუნდეთ. როცა იგი გააკონტროლებს თქვენ ჩაცმულობას და ვარცხნილობას, მშვიდად, მომღიმარი სახით უთხარით მადლობა რჩევისთვის, უთხარით, რომ იცით, რომ კარგი და საუკეთესო უნდა თქვენთვის, მაგრამ თქვენ ასე ჩაცმული (ან ამ ვარცხნილობით) უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და თანაც მოგწოთ თქვენი სტილი. დაღლილი როცა მოხვალთ, თბილად მოიკითხეთ დედამთილი, აღნიშნეთ, რომ ძალიან დაიღალეთ, უთხარით დედამთილს, რომ ძალიან გინდათ მასთან ,,წაჭორავება", მაგრამ ცოტა უნდა დაისვენოთ. მაგრამ რადგან დედამთილთან ერთად ცხოვრობთ, მეუღლის მოსვლამდე გამუდმებით თქვენ ოთახში ყოფნა და ოჯახის სხვა წევრების იგნორირება არ ივარგებს.
რაც შეეხება საწოლში შემოწოლას, დაკეტეთ საძინებლის კარი. თუ ამაზე შენიშვნას მოგცემენ, თქვთ, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საძინებელში დარწმუნებული ხართ, რომ ოჯახის სხვა წევრები არ შემოვლენ, მაგრამ თქვენ დაკეტილ ოთახში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და არ ხართ დაძაბული.
დაბოლოს, გახსოვდეთ, ახლა მეუღლესთან და მისი ოჯახის წევრებთან შეგუების პერიოდი გაქვთ და თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და გონივრულად იმოქმედებთ, მაშინ იდეალური ურთიერთობები გექნებათ მათთან. გისურვებთ ბედნიერებას!