ქართველმა მეცნიერებმა ფაროსანასთან საბრძოლველი პრეპარატი შექმნეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ქართველმა მეცნიერებმა ფაროსანასთან საბრძოლველი პრეპარატი შექმნეს
ქართველმა მეცნიერებმა ფაროსანასთან საბრძოლველი პრეპარატი შექმნეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ბიოპრეპარატი შექმნა.
როგორც პროფესორი არჩილ ჭირაქაძე "კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, ხსნარის ეფექტურობა დაახლოებით 90%-ია.

"ბუნებაში არის ბევრი მცენარე, რომელსაც აზიური ფაროსანა არ ეკარება და სწორედ ამ მცენარეებიდან ამოღებული ექსტრაქტებით დამზადდა. ლაბორატორიულ პირობეში გამოვცადეთ და ფაროსანას ლეტალობა იმ პრეპარატის (ბიფენტრინი) ლეტალობას გაუტოლდა, რომლითაც ფაროსანას ებრძვიან", – აცხადებს ჭირაქაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხსნარის გამოყენება მოხდა, სახელმწიფოს ხარჯები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვნად შემცირდება.

ჭირაქაძის ინფორმაციით,
ხსნარის შექმნის იდეა წლებია აქვთ, თუმცა სახელმწიფო დონეზე მეცნიერთა წინადადებებს ამ დრომდე არ განიხილავდნენ. ამ ეტაპზე კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.

გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით თხილს და მანდარინს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 2016 წელს მავნებელმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი
ლარით დააზარალა, გასული წლის დაზუსტებული მონაცემები კი ჯერჯერობით არ არსებობს.

რაც შეეხება მომავალ წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მილიონ ჰექტრამდე ფართობი შეიწამლება. საერთო ჯამში კი, მომავალ წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.

წყარო: primetime.ge/news
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 18-01-2018
საინტერესოა
საინტერესოა ადამიანზე ხომ არ მოქმედებს? ან სხვაგვარად ხომ არ აზიანებს მცენარეს? ერთია გამოცადო და ფაროსანა მოკლა, მეორეა შემთხვევის სხეულში რომ მოხვდეს, რა მოუვა?
თარიღი : 17-01-2018
rezo
რამდენად დაინტერესებულებია არიან მთავრობის წევრები ამ პრეპარატის შეძენით ?
თარიღი : 16-01-2018
მოქალაქე
იმადია იმუშავებს
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გორში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში". რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის
საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილისა და მოდელის, თიკო ჩხეიძის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შევიდა.
ისრაელში მკვლევარებმა თვალის ნანო-წვეთები შექმნეს, რომლის წყალობით სათვალე
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868