"ლეიკემია აღმომაჩნდა - ჯოჯოხეთი იყო ის ერთი წელი, მტერსაც არ ვუსურვებ" - კახა ჭუმბურიძე თავისი ცხოვრების უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ლეიკემია აღმომაჩნდა - ჯოჯოხეთი იყო ის ერთი წელი, მტერსაც არ ვუსურვებ" - კახა ჭუმბურიძე თავისი ცხოვრების უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს

- ამას წინათ გურჯაანში ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, მეც ვმონაწილეობდი. იქ ერთი 15 წლის ბიჭიც იყო და გონებაში ყველაფერი ამომიტივტივდა. მეც 15 წლის ვიყავი, როდესაც ეს დაავადება აღმომაჩნდა. ჩვეულებრივ ვცხოვრობდი, ვერთობოდი მეგობრებთან ერთად, დავდიოდი სკოლაში და ერთ დღეს საოცრად მოზღვავებული ენერგია ვიგრძენი. თურმე ლეიკოციტები დასაშვებ ნორმას 5-6-ჯერ აღემატებოდა. ერთი დიდი მანქანა შეშა ერთ დღეში დავჩეხე ისე, რომ არ შემისვენია. მაშინ მალარია იყო გავრცელებული და გვეგონა, მეც ეს დაავადება მჭირდა. 2-3 დღეში ხომ წავალთ-მეთქი საავადმყოფოდან? - ვეკითხებოდი დედას, მაგრამ ანალიზებმა აჩვენა, რომ ლეიკემია მქონდა. გავიდა დღეები, კვირები, თვეები და მეც ნელ-ნელა შევეგუე ჩემს მდგომარეობას. ქიმიის სამი ეტაპი ჩავიტარე. პირველი ეტაპის შემდეგ ისეთი გამოფიტული და დაუძლურებული ვიყავი, სიარულიც კი არ შემეძლო. მახსოვს, ერთხელ ტელეფონი რეკავდა და ერთი ნაბიჯი გადავდგი თუ არა, წავიქეცი. მამა რეკავდა თურმე... მეორე ეტაპზე სპეციალური სავლები უნდა გამოგევლო, პატარა ბავშვები ჯიუტობდნენ და ყველაფერს წესისამებრ არ აკეთებდნენ. ზოგს ტუჩები ჰქონდა ერთმანეთზე დაწებებული დამწვრობისგან. მე უფრო დიდი ვიყავი და ვუჯერებდი ექიმებს. 8 თვე იაშვილის კლინიკაში ვიწექი და ბოლოს, დასხივებაზე გერმანიაში გაგვგზავნეს. მერე და მერე უფრო ვიაზრებდი, რაც მაშინ გადავიტანე. ჯოჯოხეთი იყო ის ერთი წელი, საშინელება, მტერსაც არ ვუსურვებ... ვნატრობდი: ღმერთო, ოღონდ აქედან გამიყვანა-მეთქი... 5 წელი დიეტაზე ვიყავი. ახლა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ლეიკემიას ისინიც ებრძვიან და რომ ჩემი მაგალითი და წარმატება მათ უდიდეს ძალასა და სტიმულს აძლევს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი სურვილიც ეგ არის, რომ გავამხნევო და ბრძოლისუნარიანობა შევმატო მათ; მინდა, ამ ბავშვებს მეტი ყურადღება დავუთმო და შეძლებისდაგვარად დავეხმარო; მინდა, დიდ წარმატებას მივაღწიო, რომ შევძლო მათთვის მეტის გაკეთება. ჩემი "ნიჭიერში" მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზიცა და მიზანიც სწორედ ეს არის...

წაიკითხეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ:

ლეიკემიის ძირითადი სიმპტომები

ლეიკემია - ვერაგი დაავადება