თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ - დედაქალაქის მერია დააფინანსებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ - დედაქალაქის მერია დააფინანსებს

თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ - დედაქალაქის მერია დააფინანსებს
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს. ამის შესახებ ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჩივიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს დაფინანსებისთვის ბიუჯეტი, წელს, 25 მილიონი ლარით განისაზღვრა.

"როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს. წესი დღეს დამტკიცდა, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან
სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად. გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდივიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების
მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება.

დაფინანსებაში განსაზღვრულია, რომ სხვადასხვა პროცენტებით მოხდება სხვადასხვა მანიპულაციების დაფინანსება საყოველთაოს ტარიფების გათვალისწინებით. აქამდე ერთი და იგივე პიროვნების დაფინანსება ხდებოდა როგორც მერიის, ასევე გამგეობის ბიუჯეტიდან, ახლა უკვე ეს გაიყო, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის ჩვენი სამსახური. ეს ბიუჯეტი არ შეცვლილა. რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აქ იგულისხმებოდა, რომ აქამდე დაფინანსება ხდებოდა, როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც, როდესაც სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაოს ტარიფის და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, უკვე საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება მომსახურების დაფინანსება", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და დასძინა, რომ მთლიანად ე.წ. სხვა სოციალურის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა კვლევის თანახმად, პარფიუმერული ნაწარმის უმრავლესობა შაკიკისა და ალერგიულ რეაქციათა მაპროვოცირებელია.
25-10-2018
განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების
14-07-2018
"მოსწავლეების შემოწმების ხარჯებს, რომელთაც შეხება ჰქონდათ პედაგოგთან, მერია დააფინანსებს" - კახა კალაძე
23-01-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ხანია, Hotsale.ge მომხმარებლებს წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე მოთხოვნად მანიპულაციებზე,
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები
პროექტის მიზანია დიაბეტის და დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული დიაგნოსტიკა და პაციენტზე ზრუნვის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად