თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა

თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ იყო კორუფციის რისკები და დაფინანსებისას დუბლირებები.

"ჩვენ შევიმუშავეთ გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევის წესი. მინდა ვთხოვო გელა ჩივიაშვილს, გააკეთოს განმარტებები თუ რა ცვლილებები განხორციელდა და როგორი მიდგომები იქნება. მთავარია ის, რომ მოსახლეობის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს თავიდან აგვაცილებს ეს ცვლილება. გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს, დაფინასების დუბლირებას", - განაცხადა კალაძემ.

მთავრობის
სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განმარტა, რომ 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, თბილისის მერია დააფინანსებს.
"როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს. წესი იქნა დღეს დამტკიცებული თუ როგორ
უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად. გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდუვიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება. დაფინანსებაში განსაზღვრულია, რომ სხვადასხვა პროცენტებით მოხდება სხვადასხვა მანიპულაციების დაფინანსება საყოველთაოს ტარიფების გათვალისწინებით. აქამდე ერთი და იგივე პიროვნების დაფინანსება ხდებოდა როგორც მერიის, ასევე გამგეობის ბიუჯეტიდან, ახლა უკვე ეს გაიყო, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის ჩვენი სამსახური. ეს ბიუჯეტი არ შეცვლილა. რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აქ იგულისხმებოდა, რომ აქამდე დაფინანსება ხდებოდა როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც, როდესაც სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაოს ტარიფის და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება უკვე მომსახურების დაფინანსება", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს,
16-07-2019
ნაღველკენჭოვან დაავადებას ხშირად მიჰყავს პაციენტი საოპერაციო მაგიდამდე, ქურურგთან.
04-10-2018
მკურნალის მომხმარებელს აინტერესებს: რა ცვლილებებია H1N1 ვირუსის დროს სისხლის საერთო ანალიზში
09-01-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები
პროექტის მიზანია დიაბეტის და დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული დიაგნოსტიკა და პაციენტზე ზრუნვის
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰორმონი გრელინი,
ნორმაში, ადამიანი უნდა სუნთქავდეს ცხვირით, რათამოხდეს შესუნთქული ჰაერის ნაკადისგაფილტვრა, გათბობა, დატენიანება და ოპტიმალური წნევითფილტვებში ჩაშვება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წლის დასაწყისიდანვე სწავლობს ეპიდსიტუაციას დედამიწის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად