საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება
, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„ეს სრული აბსურდია და სინამდვილეს არანაირად არ შეესაბამება. მინდა მივმართო იმ პირებს, ვინც მსგავსი სახის დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ წინასწარ გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებში ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც აპირებენ, ვინაიდან, ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და სიმართლეს არ შეესაბამება. სწავლის პროცესი იმ ვადებში დაიწყება, რა ვადებშიც იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.