„შობის ღამეს რომ დედა შვილს ყინვაში ცივ კიბის უჯრედზე უსულო საგანივით დადებს და წავა, ქალია ის?!“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„შობის ღამეს რომ დედა შვილს ყინვაში ცივ კიბის უჯრედზე უსულო საგანივით დადებს და წავა, ქალია ის?!“

როგორც „მკურნალი.გე“-ს თვითმხილველებმა უამბეს, ჯერჯერობით დაუდგენელ პირს ახალშობილი სადარბაზოს ერთ-ერთი მცხოვრების სახლის კართან მიუყვანია და დაუკაკუნებია. როდესაც კარი გახსნეს, ჩვილი დაბლა იყო დაწვენილი.

„ამის შემდეგ ოჯახმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შობის ღამეს რომ დედა შვილს ყინვაში ცივ კიბის უჯრედზე უსულო საგანივით დადებს და წავა, ქალია ის?!“, - გვიამბობს თვითმხილველი.

კლინიკა „რუსთავის" სამშობიარო განყოფილების უფროსის, ბადრი გელენავას განცხადებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ბადრი გელენავამ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ჩვილს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, კლინიკაში მიყვანისას სხეულის ტემპერატურა ნორმაში იყო.

„ჩვილი ამ დროისთვის ჩვენთან რჩება, ველოდებით სოციალურ სამსახურს და უახლოეს პერიოდში მოხდება ალბათ მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში", - განაცხადა ბადრი გელენავამ.

7 იანვარს, რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოქალაქეებმა ჩვილი იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის

საქმე 127-ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

მარიკა ვარდოშვილი