პატრიარქი ნარკომანიასთან საბრძოლველად სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატრიარქი ნარკომანიასთან საბრძოლველად სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს

ნარკომანიასთან საბრძოლველად სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც პატრიარქის 2018 წლის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. მისი თქმით, პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პატრიარქი აუცილებელლად მიიჩნევს ისეთი ნარკოპოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. უწმინდესის თქმით, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები.

„მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას. მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს. ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ“, - აღნიშნავს ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში.

თამარ ნეფარიძე