ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება
ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება
ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ თანამფლობელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება.

როგორც თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ამ დროისთვის არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერაცია, თუმცა აცხადებს, რომ კლინიკაში მისი გადმოყვანა წუხელ მოხდა.

ამასთან, ადვოკატი თამარ აბესაძე გამორიცხავს ბრალდებულ თემურ დათიკაშვილზე რაიმე ტიპის ფიზიკურ ზემოქმედებას და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სავარაუდოდ, მის სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება.

”ოჯახის წევრებს გუშინ დაურეკეს ციხიდან და შეატყობინეს, რომ თემურ დათიკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ციხის
ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ გადმოეყვანათ ღუდუშაურის კლინიკაში. ჩვენ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ უტარდება სათანადო გამოკვლევები და ის ამჟამად საოპერაციო ბლოკშია შეყვანილი. ველოდებით ოპერაციის დასრულებას. ჩვენ არ ვიცით არც დიაგნოზი, თუ რით შემოიყვანეს ის კლინიკაში, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს იყო დიდი
სტრესის ფონზე განვითარებული. მე გუშინ ვნახე ის დაწესებულებაში და ნორმალურად გრძნობდა თავს. რაც შეეხება ფიზიკურ ზემოქმედებას, მე ამას გამოვრიცხავ”, - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმი"-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თუკი ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტები არ არის საკმარისი წონის კორექციისთვის,
26-10-2018
ნანგრევებში მოყოლილი სამი მოზარდიდან ორი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას
10-09-2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”.
13-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს და დიდ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 61 ათასი
ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, შვილის აყვანას 20 წელია ელოდება, სიაში
ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. მან ორ ახალ­გაზ­რდას­თან
თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე რეანიმაციის
მხცოვანი ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს გერონტოპროტექტორებს უწოდებენ.
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება