ზაზა ლურსმანაშვილი - კონსილიუმი თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაზა ლურსმანაშვილი - კონსილიუმი თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდა

როგორც "ინტერპრესნიუსს" წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, კონსილიუმი საქართველოს საზღვრებს გარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიებასა და ამ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე შეთანხმდა. მისი თქმით, შესაბამის კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს.

"სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. რისკების შეფასებით, შევთანხმდით, რომ მოიძებნოს შესაბამისი კლინიკა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იზრუნებს. შემდეგ გავუგზავნით ამ კლინიკას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილის ოჯახიც.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.