სინოპტიკოსები ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სინოპტიკოსები ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის განცხებით, დღეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +6 +11 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი - +7 +12 გრადუსის ფარგლებში.

სინოპტიკოსის პროგნოზით, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატური მოიმატებს და +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი კვლავ +7 +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი შენარჩუნდება 4 იანვარსაც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით ისევ მოიმატებს და +18 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში +7 +13 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ღამის საათებში შესაძლებელია მცირე ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით.

სინოპტიკოსები 5 იანვარს დილიდან უნალექო ამინდის პროგნოზირებენ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს. ამასთან, 5 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით.