ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგე დეპუტატების გამო ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ვერ იწყება
სწორედ აღნიშნული მიზეზით კომიტეტის სხდომის დაწყება ვერ ხერხდება.
არსებული ინფორმაციით, კანონპროექტის წინააღმდეგი არიან დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე, მირიან წიკლაური და ილია ნაკაშიძე.
დარბაზში, სადაც სხდომა 15:00 საათზე იყო დაწყებულიყო, ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და დეპუტატები იმყოფებიან, თუმცა მისი დაწყება ვერ ხერხდება. თავად კომიტეტის წევრები ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში, დახურულ კარს მიღმა იმყოფებიან და საკითხზე მსჯელობენ.