მწარმოებლებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ რეკლამის განთავსება სასამართლოს გზით დაევალათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწარმოებლებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ რეკლამის განთავსება სასამართლოს გზით დაევალათ

რომელიც მათ მასობრივი ინფორმაციის საშულებებში საკუთარი სახსრებით, მოწევის მავნებლობაზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს. სანქციები შეეხო ოთხ მსხვილ კომპანიას: Altria, Philip Morris USA, R. J. Reynolds Tobacco და Lorillard.

დადგენილი წესის მიხედვით, მათ მოუწევთ მსგავსი განცხადებების რეგულარული პუბლიკაცია 50-ზე მეტ ამერიკულ გაზეთში, მათ შორის: Chicago Tribune, The New York Times, Wall Street Journal, Washington Post, და CBS, ABC, NBC ტელეარხებზე.

გაზეთებში განცხადებები ყოველ კვირას უნდა დაიბეჭდოს, ხოლო ტელევიზიაში სარეკლამო რგოლების რაოდენობა წელიწადში 260 უნდა იყოს. რეგლამენტირებულია ასევე რგოლების ხანგრძლივობა, თამბაქოს მავნებლობაზე განცხადების განთავსება და თავად ფორმულირება: „ყოველწლიურად მოწევისაგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ერთად აღებული შიდსის, მკვლელობის, სუიციდის, ნარკოტიკების, კატასტროფებისა და ავტოავარიების შედეგად“; „თამბაქოს კომპანიებმა, დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, შეგნებულად შექმნეს სიგარეტები ნიკოტინის შესაბამისი რაოდენობით“, "მოწევის დროს, ნიკოტინი ცვლის ტვინს, რის გამოც რთულია სიგარეტისთვის თავის დანებება“.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი განცხადებების პუბლიკაციის გადაწყვეტილება ამერიკულმა სასამართლომ 11 წლის წინ მიიღო. თუმცა მთელი ეს წლები თამბაქოს კომპანიები ახერხებდნენ ამ დებულების აღსრულების გადავადებას აპელაციის მუდმივად შეტანის გზით. სხვათა შორის, სიგარეტის ევროპული კოლოფებისგან განსხვავებით, ამერიკულები არ შეიცავს გაფრთხილებას მოწევის მავნებლობაზე.

ლალი ჩხიკვაძე