“გუშინ ჩემი ძმა მოკლეს. ანას ალბათ კვირის ბოლოს ჩემი ძმის საფლავთან გავიცნობთ” - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

“გუშინ ჩემი ძმა მოკლეს. ანას ალბათ კვირის ბოლოს ჩემი ძმის საფლავთან გავიცნობთ”

"მოდი ამას შევხედოთ ასე,

ვთქვათ ეს ბიჭი იყო ჩემი ძმა.

4 წლამდე ყველაფერი მეკუთვნოდა მე, მაგრამ დაიბადა სარალიძეების გვარის გამგრძელებელი.

ოჯახის იმედი და დედის სასახლის მხრებით მზიდავი დათო. 16 წლის წინ მამას,რომელსაც ახლა რამდენიმე ადამიანი აკავებს,ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

5 წლის ვხდებოდი,როცა პირველად გადადგა ნაბიჯები. მისი ბარბაცის სურათები კი ჩემმა გონებამ ლამაზად შეინახა.

სულ ვიწონებდი თავს ჩემი 4 სრული წლის უპირატესობით.

მიმტვრევდა და მიწეწავდა ჩემს სათამაშო ლამაზმანებს.

ჩემს საყვარელ ნივთებს.

მისი კბილების ქავილის მიზეზით საღებავი სძვრებოდათ და ფუჭდებოდნენ, შემდეგ ვყრიდი, საჩხუბრად რომ გავემზადებოდი ხოლმე, პამპერსგაბერილი ახალი სათამაშოს გაფუჭების მსურველი ჩემი ძმა მხვდებოდა,რომელიც მრგვალი თვალებით მიყურებდა და მანიშნებდა, რომ სავსე პამპერსი დროულად გამომეცვალა.

შეძლებული ოჯახიდან არ ვიყავთ, მაგრამ მამა სულ ცდილობდა, რომ ჩვენთვის არაფერი მოეკლო.

თავის ნახევრად ვალებში დარიგებულიდან დარჩენილი ხელფასით პატარა წითელი ველოსიპედი გვიყიდა.

მე ტარება არ ვიცოდი,თან დიდი გოგო ვიყავი,ამის დასამტკიცებლად კი მისი მოვლა ვარჩიე და ეზოში ჩამყავდა ხოლმე. დედა ყოველთვის აივნიდან გვადევნებდა თვალს.

სამსახურიდან მომავალ მამას ყოველთვის მე, ჩემი ძმა და მისი წითელი ველოსიპედი ეზოში ვხვდებოდით და ცელოფნებში, რომელიც მამას ხელში ეჭირა ჩვენთვის სასარგებლო სასუსნავს ვეძებდით ხოლმე.

პირველად, როცა წამექცა ძალიან გავნერვიულდი. მას ეწყინა და იმიტომ იტირა. მე კი პირველად შემეშინდა მისი დაკარგვის.

სკოლაში მეორე სმენა ვიყავი,მაგრამ დილით მაინც ადრე ვდგებოდი, რომ დათოს ბაღში წასაყვანად დედას გავყოლოდი.

სკოლიდან მოსულს კი ის უკვე სახლში მხვდებოდა ხოლმე პირმოთხუპნული.

მახსოვს ისიც, როგორ ვეხმარებოდით დედას ცომის მოზელვაში. ისიც მახსოვს ნამცხვრის ფენებისთვის გამზადებულ თაროზე შემონახულ კრემს, ტაბურეტზე ამძვრალები სულ რომ ვჭამდით ხოლმე და მერე ერთმანეთს ვაბრალებდით.

მახსოვს მამას პულტს რომ ვუმალავდით და პლუტოს ვაყურებინებდით ხოლმე.

მახსოვს ისიც, პირველად რომ დაგვტოვეს სახლში მარტო.ჩემი ძმა კი დამემალა საწოლისქვეშ, ვერ ვიპოვნე, ცუღლუტმა ჩემს შესაშინებლად გასასვლელი კარი ღია დატოვა. ეს კი მეორე შიში იყო, მისი დაკარგვის.

ერთხელ,სახლში ეზოდან გატეხილი წითელი ველოსიპედით და ცხვირიდან წამოსული სისხლით ამოვიდა, რომელიც ჩემს პირველად გარეცხილ მაიკაზე წვეთავდა.

მამას ნაყიდ წითელ ველოსიპედზე არ დასვა მასზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭი, რის გამოც დაუმტვრია და ერთი-ორიც მოარტყა კიდეც.

ძმა დამიჩაგრესთქო, მოვკიდე ხელი და მის გამო პირველადაც ვიჩხუბე უბნის ბავშვებთან.რის გამოც მერე დედამ დამსაჯა…

მამამ ველოსიპედი ვეღარ უყიდა, რადგან წამოიზარდა და დიდ ველოსიპედს მეტი ფასი ჰქონდა.

ისიც ამბობდა, რომ დიდი ბიჭი იყო და აღარ უნდოდა ველოდიპედი.

მაგრამ მე მახსოვს მისი თვალები, როდესაც მის წინ ველოსიპედიან ბავშვს დაინახავდა ხოლმე.

მიყვარდა მისი მოვლა, ვცდილობდი,რომ მისთვის კვერცხიანი პური და ჩაი ყოველდილას დამეხვედრებინა.

და აიიი დადგა მისი სკოლაში წასვლის და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეც.

ქალაქის ცენტრში ცხოვრება ხომ შეძლებულ ოჯახს არ ნიშნავდა.

ფულის უქონლობის გამო, ჩემი ძმაც ჩემთან ერთად 51საჯარო სკოლაში შემოიყვანეს.

კვირაში 5 დღე მელოდებოდა, როდის დამიმთავრდებოდა გაკვეთილი, რომ ხელი ჩამეკიდა,გზაზე გადამეყვანა და სახლში წამეყვანა.

მანქანების სულ ეშინოდა.

კიდევ ეშინოდა შუქჩამქვრალ ოთახში დაძინების და ბუზების. როცა იბუტებოდა მაგიდის ქვეშ ძვრებოდა და საათობით იჯდა იქ,

თან სანამ სიბრაზე არ გადაუვლიდა არ გამოდიოდა იქიდან.


წამოიზარდა, ჩემთვის გზაზე გადასაყვანად დალოდება აღარ სჭირდებოდა, მაგრამ მელოდებოდა იმის გამო, რომ ვინმე ბიჭს ჩემთვის რამე არ ეთქვა.

მეც ამაყად მივაბიჯებდი ხოლმე ჩემს პატარა ძმასთან ერთად.

მესამე კლასში იყო, როცა პირველად იჩხუბა ისე, რომ თვითონაც შეეცოდა ცხვირნატკენი ბიჭუნა და მასთან ერთად დაიწყო ტირილი.

მას შემდეგ დამპირდა, რომ ისე აღარასდროს იჩხუბებდა, რომ სხვას სისხლი წამოსვლოდა.

ამ პირობას კი გუშინ საღამომდე პირნათლად ასრულებდა.

14 წლის იყო, როცა ფეისბუქზე ლამაზნაწვავებიანი გოგოს სურათები მაჩვენა და მითხრა, რომ უყვარდა. ამავე ასაკში მამას პირველად სთხოვა შოკოლადისთვის ფული, რომ ანასთვის ეჩუქებინა. მამამ იმდღეს ერთი პურით ნაკლები მოიტანა და მას ფული გაატანა. თან უკან გაჰყვა, რომ პირველ პაემანზე წასული მისი ვაჟკაცი დაენახა.

სკოლის ფანჯრიდან ვუყურებდი ხოლმე, გაკვეთილების შემდეგ ანას ჩანთით მოკიდებული როგორ აცილებდა სახლამდე და შემდეგ როგორ ბრუნდებოდა ისევ ჩემს დასახვედრად.

მისი დაბადებისდღისთვის ერთი კვირა ვაგროვებდი ფულს, რომელსაც მამა სკოლის ბუფეტისთვის მატანდა. შემდეგ კი აუცილებლად ვყიდულობდი კექსს და მისი კოლექციისთვის პატარა რკინის მანქანას. 12საათის შემდეგ კი ოთახში,კექსზე ჩარჭობილი სანთლით ვუვარდებოდი და მის საწოლზე ვხტუნაობდი ხოლმე.

2 თვისწინაც,ზუსტად იგივენაირად, აღვუნიშნე 16 წელი(თურმე მისი ბოლო დაბადებისდღე.)

3 დღის წინ კი დამპირდა,რომ ანას პირადად გაგვაცნობდა კვირის ბოლოს. რისთვისაც დედა საგანგებოდ ემზადებოდა.

გუშინ კი ჩემი ძმა მოკლეს. მამას,რომელსაც მისი ბედნიერებისთვის ყოველდღე ერით ნაკლები პური მოჰქონდა მოუკლეს შვილი.

დედას აღარ ჰყავს სასახლის მხრებით მზიდავიი ვაჟკაცი.

მე კი აღარ მყავს პატარა ძმა.

ძმა, რომელსაც ყოველდილას საუზმეს ვახვედრებდი.

მე მისგან მხოლოდ 16 წლის მოგონებები და 16 ცალი რკინის პატარა მანქანა დამრჩა.

ალბათ ანას კვირის ბოლოს ჩემი ძმის საფლავთან გავიცნობთ."