აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 700 ბავშვი მერიისგან დაფინანსებას მიიღებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 700 ბავშვი მერიისგან დაფინანსებას მიიღებს

ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებას 700 ბავშვი და მოზარდი იღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერიამ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების დაფინანსება 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო და პროგრამაში 325 ბავშვი ჩართო. მათ სერვისს სამი დაწესებულება აწვდიდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს მერია ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს.

„2016 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3–ჯერ გაიზარდა და 566 ბავშვის დაფინანსება გახდა შესაძლებელი. მომსახურებაზე მოთხოვნის მატებამ, სერვისის მომწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდაც გამიწვია და დღეისათვის, პროგრამას უკვე 6 დაწესებულება ემსახურება. 2015 წლიდან პროგრამის ბიუჯეტი 5-ჯერ არის გაზრდილი და 2017 წელს 2 800 000 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე განცხადებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში“ 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის მონაწილე ბავშვების მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები.

მერიის ინფორმაციით, ცვლილებების განხორციელება 2018 წლისთვისაც არის დაგეგმილი. კერძოდ, დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას, კერძოდ, 2018 წლიდან მომლოდინეთა სიაში მყოფი 120 ბავშვი ეტაპობრივად ჩაერთვება პროგრამაში და ექნება მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიღების საშუალება.

„აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე, ასოციაცია „ანიკას“ შენობაში, ცოტნე დადიანის #136, გაიმართება თბილისის მერიის წარმომადგენელთა შეხვედრა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებთან“, – აცხადებენ მერიაში.