აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 700 ბავშვი მერიისგან დაფინანსებას მიიღებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 700 ბავშვი მერიისგან დაფინანსებას მიიღებს

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 700 ბავშვი მერიისგან დაფინანსებას მიიღებს
თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებას 700 ბავშვი და მოზარდი იღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერიამ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების დაფინანსება 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო და პროგრამაში 325 ბავშვი ჩართო. მათ სერვისს სამი დაწესებულება აწვდიდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს მერია ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს.

„2016 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3–ჯერ გაიზარდა და 566 ბავშვის დაფინანსება გახდა შესაძლებელი. მომსახურებაზე მოთხოვნის მატებამ,
სერვისის მომწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდაც გამიწვია და დღეისათვის, პროგრამას უკვე 6 დაწესებულება ემსახურება. 2015 წლიდან პროგრამის ბიუჯეტი 5-ჯერ არის გაზრდილი და 2017 წელს 2 800 000 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე განცხადებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში“ 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის მონაწილე
ბავშვების მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები.

მერიის ინფორმაციით, ცვლილებების განხორციელება 2018 წლისთვისაც არის დაგეგმილი. კერძოდ, დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას, კერძოდ, 2018 წლიდან მომლოდინეთა სიაში მყოფი 120 ბავშვი ეტაპობრივად ჩაერთვება პროგრამაში და ექნება მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიღების საშუალება.

„აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე, ასოციაცია „ანიკას“ შენობაში, ცოტნე დადიანის #136, გაიმართება თბილისის მერიის წარმომადგენელთა შეხვედრა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებთან“, – აცხადებენ მერიაში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სპეციალისტები დღეს უკვე აღარ კამათობენ იმაზე, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევების განვითარებას განსაზღვრავს
24-07-2019
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
11-03-2019
სადღეისოდ აუტიზმი, ჩვეულებრივ, 4 წლის ასაკისთვის დიაგნოსტირდება, თანაც უპირატესად მეტყველების ანალიზის გამოყენებით.
25-01-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ყნოსვის ტესტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნევროლოგიური მდგომარეობების,
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა,
სამედიცინო სფერო მრავალმხრივია, შესაბამისად,მის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ადამიანურ რესურსს, ისე ტექნოლოგიას.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად