"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - ყველასთვის საჭირო ინფორმაცია და რეკორდული გაყიდვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - ყველასთვის საჭირო ინფორმაცია და რეკორდული გაყიდვები

წიგნი პირველად 2011 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ კი ტირაჟის ამოწურვის მიზეზით რამდენჯერმე ხელახლა გამოიცა და მრავალი ოჯახისთვის შეუცვლელი სამედიცინო ცნობარი გახდა. წიგნში დაწვრილებით არის აღწერილი 250-ზე მეტი დაავადება, განხილულია მათი გამომწვევი მიზეზები, განვითარების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები. მისი პოპულარობა კი სანდოობის მაღალმა ხარისხმა განაპირობა. ზოგადად, 21-ე საუკუნეში ინფორმაციის გავრცელებისა და მოპოვების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სანდოობის საკითხი. "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის" შექმნაზე ექიმთა დიდი ჯგუფი მუშაობა მაია მუხიგულის ხელმძღვანელობით. სწორედ ამიტომ ენდობა მას საზოგადოების დიდი ნაწილი.

ენციკლოპედიის შესახებ დამატებით დეტალებზე მის ავტორს მაია მუხიგულს ვესაუბრეთ.

ვისთვის არის განკუთვნილი "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია"?

წიგნი მკითხველთა ფართო წრისთვის არის განკუთვნილი. მასში რიგითი მკითხველისთვის, სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანებისთვის გასაგებ, სამედიცინო-არაპოპულარულ ენაზე დაწვრილებით არის აღწერილი 250-ზე მეტი დაავადება. წიგნი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ზოგადად, დაავადებების მკურნალობის საუკეთესო გზა მისი პროფილაქტიკაა. ენციკლპედიაში მოცემული ინფორმაცია კი ადამიანებს დაავადებების პრევენციასა და საწყის ეტაპზევე ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

რა საკითხებზია წიგნში განხილული?

ენციკლოპედია მთელ მედიცინას მოიცავს და 22 თავისგან შედგება. ესენია: საჭმლის მომენელებელი სისტემა, სასუნთქი სისტემა, გულის-სისხლძარღვთა სისტემა, რევმატული, შარდის გამომყოფი სისტემა, სისხლის სისტემა, ენდოკრინული სისტემა, ნერვული სისტემა. წიგნში, ასევე, საუბარია: პედიატრიაზე, მეანობაზე, გინეკოლოგიაზე, ინფექციურ, ანდროლოგიურ, ალერიგიულ. პარაზიტულ, ყელ-ყურ ცხვირის, თვალის, კბილებისა და პირის ღრუს, ქირურგიულ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, სიმსივნუ, კანისა და ვენერიუდ დაავადებებზე. ცალკე თავად არის გამოყოფილი პირველადი დახმარება.

ენციკლოპედიაში განხილულია თითოეული დაავადების გამომწვევი მიზეზი და განვითარების მექანიზმი, კლინიკური მიმდინარეობა ანუ ჩივილები, დამახასიათებელი სიმპტომები, გართულებები, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები. რჩევები და რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტების ექვივალენტურია

ვინ მუშაობდა წიგნის შექმნაზე?

წიგნზე 5 წლის განმავლობაში საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერი კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, ასევე, ცნობილი პრაქტიკოსი ექიმები მუშაობდნენ. საერთო ჯამში მის შექმნაში 23 კვალიფიცური ადამიანი იყო ჩართული.

რა არის წიგნის მიზანი და შეუძლია თუ არა მას ექიმის შეცვლა?

წიგნის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს მისთვის საინტერესო დაავადებების შესახებ. ზოგადად, დაავადების მართვაში 3 მხარეა: ექიმი, პაციენტი და დაავადება. სწორედ ამიტომ, მკურნალობის პროცესის ადეკვატურად წამართვისთვის პაციენტის განათლების მხარეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზომიერად და სწორად განათლებული პაციენტი ექიმს სნეულების დამარცხებაში ეხმარება. აღნიშნული საჭირო ინფორმაციის მიღება კი "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიიდანაა შესაძლებელი.

წიგნის მიზანი ექიმის შეცვლა არ არის. მისი მიზანია, აამაღლოს საზოგადოებს ინფორმირებულობის დონე, პაციენტს დაავადების გათავისებაში დაეხმაროს. წიგნიდან პაციენტი მიიღებს საჭირო ინფორმაციას, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ექიმისგან ვერ მიიღო. ხშირად ხდება, რომ დიაგნოზი ისმევა მაგრამ პაციენტი ექიმისგან ვერ იღებს დამაკმაყოფილებელ და მისთვის გასაგებ ინფორმაციას. მას დასმული დაიაგნოზის გარშემო უჩნდება უამრავი კითხვა, რომელზე პასუხსაც ენციკლოპედიიდან მიიღებს.