ახალი სიტყვა ტკივილის მკურნალობაში! - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ახალი სიტყვა ტკივილის მკურნალობაში!
ახალი სიტყვა ტკივილის მკურნალობაში!
რუბრიკის სტუმარია კლინიკა “ენმედიცის” ექიმი ნევროლოგი ანი ჩიქობავა.

მიუხედავად ჯანდაცვის ახალი სისტემისა, პაციენტები მაინც ხშირად იტარებენ თვითმკურნალობას, განსაკუთრებით ტკივილის სინდრომის არსებობისას.

თქვენი აზრით, რამ ჩამოაყალიბა ეს ჩვევა მოსახლეობაში, რატომ შეიძლება ეპყრობოდეს ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანს - საკუთარ ჯანმრთელობას - ასე დაუდევრად?

ყველა ქცევას საფუძვლად უდევს საკუთარი ან სხვისი გამოცდილება. ხოლო მიზეზი იმისა, რომ პაციენტი ტკივილის დაწყების შემთხვევაში დამოუკიდებლად ცდილობს მის კუპირებას, მდგომარეობს იმაში, რომ მწვავე მდგომარეობის დროს ადაპტაციური (მარეგულირებელი) მექანიზმები არ არის გამოფიტული და ეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში. ასეთ პერიოდში სუბიექტური ჩივილების
ხანმოკლე კორექცია (ტკივილის მოხსნა ან შემცირება) ხელს უწყობს ჩვენი გუნება-განწყობის გაუმჯობესებას ანუ მოთმინებას გვაძლევს, დაველოდოთ, სანამ ორგანიზმი საკუთარ თავს თვითონ განკურნავს. ხანმოკლე პერიოდით ამ პრეპარატების მიღება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც არის ეს პრეპარატები შეტანილი ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ჯგუფში. იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, რომ ასევე უსაფრთხოა მათი ხანგრძლივი
მიღება ქრონიკული დაავადებების დროსაც.

რა საფრთხეს შეიცავს ამ წამლების ხანგრძლივი მიღება?

პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ტკივილის მოსახსნელად გამოყენებად მედიკამენტებს შორის მოსახლეობაში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელთა საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ფარმაცევტულ ბაზარზე. არასტეროიდების ძირითადი მოქმედება ხორციელდება ცოგ-1- ისა და ცოგ-2 ფერმენტთა აქტივობის დაბლოკვით. მაგრამ ამ ფერმენტებს, გარდა ტკივილის ფორმირებაში მონაწილეობისა, ორგანიზმში გააჩნიათ სხვა ფუნქციებიც.
ცოგ-1 უზრუნველყოფს კუჭის გარსის დამცავი ლორწოვანის სინთეზს. ამიტომ მისი მოქმედების ხანგრძლივად დაბლოკვა ზრდის კუჭიდან სისხლდენის რისკს (ეს ითვლება ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენად და მიზეზად, რის გამოც ექიმი იძულებულია შეწყვიტოს მკურნალობა).

და ამ ჯგუფის ყველა პრეპარატს აქვს ეს გვერდითი მოვლენა?

რა თქმა უნდა ფარმაცევტულმა კომპანიებმა იციან, რომ ერთ პაციენტს შესაძლოა 2-3 ქრონიკული დაავადება ჰქონდეს. Aამიტომაც ცდილობენ შექმნან უპირატესად ცოგ-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები, რომლებსაც ეს გართულებები ნაკლებად ექნებათ. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზეც არის წარმოდგენილი რამოდენიმე ასეთი პრეპარატი.

mkurnali.geმათ შორის თუ არის რაიმე განსხვავება და რომელია უფრო უსაფრთხო ხანგრძლივად გამოყენებისას და რომელი უფრო ეფექტური, თუ შეიძლება ასე ითქვას?

ხანგრძლივად მისაღებ პრეპარატებს შორის მინდა გამოვყო უნგრული ფარმაცევტული კომპანია “გედეონ რიხტერის” წარმოებული ახალი მოლეკულა - აცეკლოფენაკი (აერტალი), რომელსაც გააჩნია უპირატესად ცოგ-2-ის ინჰიბირების ფუნქცია და შესაბამისად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები, რაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ამ ჯგუფის მედიკამენტისათვის. მასშტაბური კვლევებით დადასტურდა, რომ აცეკლოფენაკი (აერტალი) ხანგრძლივი მიღების შემდგომ არა მარტო ამცირებს ტკივილს, არამედ აუმჯობესებს სასახსრე ზედაპირზე ხრტილის რეგენერაციას და ზრდის სახსარში მოძრაობის თავისუფლებას (პაციენტები აღარ აღნიშნავენ დილით დაძაბული წელით გაღვიძებას და ა. შ.). ქრონიკული დაავადებების დროს საჭიროა რამოდენიმე პათოგენეზურ რგოლზე ზემოქმედება, რომ დაავადებას ვებრძოლოთ და თუკი რამოდენიმე პათოგნომური რგოლის გაწყვეტა შესაძლებელია ერთი მედიკამენტით, ეს მიუთითებს პრეპარატის მაღალ ეფექტურობასა და უნიკალურობაზე. ყოველივე ამის თქმის საშუალებას მაძლევს აცეკლოფენაკის (აერტალის) გამოყენების ხანგრძლივი გამოცდილება.

პრეპარატ აერტალის უპირატესობაა ასევე მისი გამოშვების ფორმების მრავალფეროვნება. ჩვენს ბაზარზე აერტალი წარმოდგენილია ტაბლეტის, წყალში გასახსნელი ფხვნილის და კრემის სახით.

აერტალის გამოყენება ნაჩვენებია: ტკივილისა და ანთების სიმპტომური თერაპიისათვის ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების დროს, რომელთაც ახასიათებთ ტკივილი; ტკივილგამაყუჩებლის სახით მტკივნეული მდგომარეობების დროს (მაგ.: კბილის, მენსტრუალური, წელის არეში ტკივილი და სხვა).

პრეპარატ აერტალის გამოყენების წესი და დოზირება ასეთია:
აერტალი ტაბლეტი 100მგ - თითო ტაბლეტი დღეში 2-ჯერ;
აერტალი ფხვნილი 100მგ - თითო პაკეტი გახსნილი 40-60მლ წყალში დღეში 2-ჯერ;
აერტალი კრემი - დღეში 3-ჯერ მტკივნეულ ზედაპირზე შესაზელად.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

R

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
17 დეკემბერი 2018
ზამთარში წონის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას განმარტებით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ორი კი მძიმე ინტოქსიკაციით გორის
ამ დროისთვის 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების 107-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, 3 ნოემბერს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს და დიდ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 61 ათასი
ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, შვილის აყვანას 20 წელია ელოდება, სიაში
17 დეკემბერი 2018
ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება.
სპეციალისტთა განცხადებით, თაფლის რეგულარულად მიღება ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
მკურნალი გე-ს რედაქტორი,თამარ მამაცაშვილი გვირჩევს, გავეცნოთ ამ ინფორმაციას ერთი შეხედვით უვნებელი ინფექციის შესახებ:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის განცხადებით,