ასთმისა და ალერგიის მკურნალობის პრინციპულად ახალი მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასთმისა და ალერგიის მკურნალობის პრინციპულად ახალი მეთოდი

ერძოდ, მათ აღმოაჩინეს სამკურნალო ნივთიერებების სამიზნე, რომელზე ზემოქმედებაც დაავადების სიმპტომების გამოვლენას აფერხებს.

ბარტსისა და ლონდონის სამედიცინო და სომატოლოგიური სკოლის (Barts and The London School of Medicine and Dentistry) მეცნიერთა ჯგუფმა უჯრედულ კულტურებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურა თეორია, რომლის თანახმადაც ფოსფატიდილინოზიტოლ 3-კინაზების ოჯახის წარმომადგენელი ორი მოლეკულა, P110-დელტა და P110-გამა, იმუნური პასუხის ინიციაციაში მონაწილეობს, ხოლო თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ამ პროცესში საკვანძო როლს P110-დელტა ასრულებს.

სხვადასხვა სახის ალერგია მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ალერგიული დაავადება მოსახლეობის 30%-ს აქვს, ხოლო ასთმა - დაახლოებით 5 მილიონ კაცს. მედიკამენტების უმეტესობა მხოლოდ სიმპტომებს (ქავილს, სურდოს და სხვა) ხსნის. მართალია, არსებობს პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს იმუნიტეტს და დაავადებას გამოვლენის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ მათი გამოყენება ინფექციებისადმი ორგანიზმის მიდრეკილებას ზრდის.

კვლევის ხელმძღვანელმა ბარტ ვან ჰაზებრუკმა განაცხადა, რომ -

  • P110-დელტას მოლეკულის მაბლოკირებელ საშუალებებს შეუძლია, ალერგიული რეაქცია სიმპტომების გამოვლენამდე შეაჩეროს, თანაც ისე, რომ არ დათრგუნოს იმუნიტეტი.

ამასთანავე, ეს საშუალებები შეიძლება გამოვიდეს არა მარტო საინექციო, არამედ კაფსულებისა და ინჰალატორების სახით. ამჟამად მეცნიერები სწორედ ასეთი პრეპარატების შექმნაზე მუშაობენ.

ვან ჰაზებრუკის თქმით, მათი აღმოჩენით მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები დაინტერესდნენ. "ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სრულყოფილი წამალი შეიქმნება. იგი იმოქმედებს დაავადების არა მარტო სიმპტომებზე, არამედ მიზეზებზეც", - განაცხადეს მეცნიერებმა.