უგანდაში ებოლას მსგავსი მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქებაა, რომელიც ინფიცირებულთა 88%-ს კლავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უგანდაში ებოლას მსგავსი მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქებაა, რომელიც ინფიცირებულთა 88%-ს კლავს

ამ ეტაპისათვის უგანდაში 5 ადამიანია ვირუსით დაღუპული, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები დიდ განგაშს ტეხენ _ "თუ პრობლემას მივაყურადებთ, აფეთქება შესაძლოა ეპიდემიაში გადაზიარდოს, მით უფრო, რომ ორი ლეტალური შემთხვევა კენიის საზღვრებთანაც დაფიქსირდა!"

ვირუსი მარბურგი წააგავს ებოლას ვირუსს, რომელიც იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას და რომელმაც 2014-2015 წლებში 11 000 ადამიანი იმსხვერპლა.

ვირუს მარბურგზე პირველად 1967 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში მკვლევარები მაიმუნებისგან დასნებოვდნენ. ვირუსი გადაეცემა ღამურებისა და მაიმუნების ნაკბენით, ამასთან ადამიანებს შორის ის შესაძლოა სპერმით ან სისხლით გავრცელდეს.

ცნობილია აგრეთვე დაინფიცირების შემთხვევები ავადმყოფის ტანსაცმელთან და ლოგინის თეთრეულთან კონტაქტით. ვირუსი ახდენს ძლიერი სისხლდენის, ცხელების, ღებინებისა და დიარეის (ფაღარათის) პროვოცირებას. ინკუბაციური პერიოდი 21 დღეს შეადგენს. ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი, სამწუხაროდ, სადღეისოდ არ არსებობს.

გარდა ამისა, საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციები აღშფოთებულნი არიან მადაგასკარზე შავი ჭირის აფეთქებით. ეს უკანასკნელი უკვე მოინათლა ყველაზე მძიმე დაავადებად უკანაკსნელი 50 წლის მანძილზე.