ქათმის კვერცხით, შესაძლოა, ძვირადღირებული წამალი დაამზადონ
მათ წარმოადგინეს თერაპიული აგენტების მიღების ახალი მეთოდი. ექსპერიმენტი ჩატარდა ბეტა-ინტერფერონის წარმოებაზე. აღნიშნული ცილა გამოიყენება გაფანტული სკლეროზის, კიბოსა და ჰეპატიტის მკურნალობისთვის.
კანსაის მოწინავე სამრეწველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევრებმა შეძლეს გენის ჩანერგვა, რომელიც ბეტა-ინტერფერონის პროდუცირების საშუალებას იძლევა ქათმის სპერმატოზოიდების უჯრედებში. დღეისათვის სამი ქათამია, რომელთა კვერცხიც ინტერფერონს შეიცავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვინაიდან ქათამი თითქმის ყოველდღე დებს კვერცხს, ეს სამკურნალო საშუალებების შესანიშნავი წყარო იქნება.
მეცნიერების შეფასებით, მათი მეთოდი მნიშვნელოვნად შეამცირებს სამკურნალო აგენტის ფასს, ხოლო მზა პროდუქტი შესაძლოა 10%-ით გაიაფდეს. ჯერჯერობით მეცნიერები გეგმავენ, თავისი გამოგონება მიჰყიდონ კვლევების ჩატარებით დაინტერესებულ კომპანიებს.
ლალი ჩხიკვაძე