საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, შესაძლოა, მხოლოდ მაღალკვალიფიციური სამედიცინო კლინიკები შეირჩეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, შესაძლოა, მხოლოდ მაღალკვალიფიციური სამედიცინო კლინიკები შეირჩეს

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის გამოსავალი, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაიზარდოს. მისი თქმით, შერჩევითი კონტარქტირებით საყოველთაო ჯანდაცის პროგრამაში მხოლოდ მაღალკვალიფიციური კლინიკები დარჩება, მათ უფრო მეტი მოცულობის სამუშაო ექნებათ შესასრულებელი, მეტი დატვირთვა ექნებათ ექიმებს, შესაბამისად, გაიზრდება მათი ანაზღაურება და “აღარ ექნებათ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში სირბილის აუცილებლობა”.

“ფაქტია, რომ დღევანდელ სიტუაციაში არის უფრო მეტი კლინიკა, ვიდრე მაღალკვალიფიციური ექიმი. შესაბამისად, ეს მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ ბევრ კლინიკაში ერთად. ამის გამო, შესაძლოა თუ არანორმირებულად იმაზე მეტს იმუშავებენ, ვიდრე არის რეკომენდებული სამუშაო საათების ხანგრძლივობა, ცნობილია, რომ ეს სამედიცინო შეცდომის რისკს ზრდის. მე სწორედ ეს ვთქვი პარლამენტის სხდომაზე. ჩვენ ექიმებს იმის პირობები უნდა შევუქმნათ, რომ მათ არ ჰქონდეთ ბევრ ადგილას, ზენორმირებულად მუშაობის აუცილებლობა, თავიანთი ჯანმრთელობის თუ პაციენტების ჯანმრთელობის საზიანოდ. გამოსავალი სელექტიურ კონტრატირებაში მდგომარეობს. კერძოდ, ამდენი კლინიკა, რომელიც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვაში და, პირდაპირ ვამბობ, რომ მათი ნაწილი არის საამქროები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ფულის გადამუშავებაზეა ორიეტირებული, აი ასეთი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა ამოვიდეს. უნდა დარჩეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული, მულტიპროფილური, შესაბამისად აღჭურვილი კლინიკები, რომელთაც მაღალი ხარისხის დახმარების გაწევა შეუძლიათ. ეს დაანონსდა მიმდინარე წლის მარტში. სელექტიური კონტრაქტირება და დონეებად დაყოფა სამშობიაროების შემთხვევაში გაკეთდა და გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა პროფილების მიხედვით. ეს არის მთელი იდეა. კრიტერიუმი იქნება მაღალი ხარისხის მომსახურების ინდიკატორები და მომსახურების ყველა შესაბამისი პროფილი. პაციენტი არ უნდა ელოდოს ქალაქის ერთი ბოლოდონ მეორე ბოლოში შესაბამისი კონსულტანტის გამოძახებას. პაციენტისთვის ზოგჯერ წუთებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მეორე მხრივ პაციენტის კმაყოფილება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ძირითადი არსი იმ რეფორმებისა, რომელიც მომავალ წლებში საყოველთაო ჯანდაცვაში ჩატარდება. ამისთვის შეიცვლება დაფინანსების მეთოდი ანუ გადავალთ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსებაზე და გადავალთ შერჩევით კონტრაქტირებაზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

ზოიძე კიდევ ერთელ საუბრობს პრობლემაზე, რომელიც ექიმის ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობას უკავშირდება.

“ბოლო ორ წელიწადში 64 კლინიკა მხოლოდ თბილისში გაიხსნა. ამდენი მაღალკვალიფიციური ექიმი არ არის. ამის გამო ძირითად ექიმებად 20 ადგილას მუშაობენ და როცა პაციენტი კლინიკაში მიდის, იმ პროფილის ექიმი მხოლოდ ერთია, რომელიც ამ დროს შეიძლება სხვა ქალაქში იყოს. ამ ტიპის მომსახურების პრობლემაზეა საუბარი. შეიძლება ამას პაციენტის სიკვდილი ან მისი ჯანრთელობის დაზიანება არ გამოუწვევია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭოს ყურადღების ქვეშ მოხვდებოდა, მაგრამ შეიძლება ასეთი შემთხვევები არის, რომელიც ჩვენ არ ვიცით ან პაციენტს არ ჰყავდა ისეთი ოჯახი, რომელიც ამას სამინისტროს ყურამდე მიიტანდა. პოტენციურად ასეთი პრაქტიკა არ არის სასურველი“, - აღნიშნა ზოიძემ.