რა მიზეზით შეუჩერდა 67 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მიზეზით შეუჩერდა 67 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება

აღნიშნულ საკითხზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი ხათუნა ზალდასტანიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

„კონკრეტული შემთხვევების დასახელება არ შემიძლია, რადგან ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემები იყო დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში, არის პრობლემები ქირურგიული, დიაგნოსტიკის მიმართულებით და სხვა. 2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში სულ 141 განაცხადი შემოვიდა და 103 საკითხი უკვე განიხილა პროფესიული განვითარების საბჭომ. მათ შორის იყო პაციენტის გარდაცვალებით დასრულებული შემთხვევებიც და უკმაყოფილო პაციენტებიც. პროფესიული საბჭოს წინაშე დაისვა 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, მათგან ოთხს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, 157–ს კი დაეკისრა. აქედან, 90–ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო 67–ს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის სამი სახე: წერილობითი გაფრთხილება, რომელიც გათვალისწინებულია შედარებით მსუბუქი დარღვევების დროს; სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატის შეჩერება 1–დან 6 თვემდე და მისი გაუქმება; სერტიფიკატის შეჩერება, რაც 2017 წელს 67 ექიმის მიმართ იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ კონკრეტული სპეციალობით გარკვეული ვადით არა აქვთ დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება”, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.