გარდაიცვალა აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა
ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. იყო საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი.
ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" და ვებგვერდი mkurnali.ge მწუხარებას გამოთქვამს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახსა და კოლეგებს. ჩვენ არაერთხელ გვქონია ურთიერთობა ბატონ ფრიდონთან და ყოველთვის გვაოცებდა მისი დამოკიდებულება საქმისადმი, რომელსაც ემსახურებოდა, კოლეგებისადმი. დაახლოებით ორი თვის წინ ბატონ ფრიდონს დაუსვეს უმძიმესი დიაგნოზი, რომლის მიხედვითაც მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ სიცოცხლის დღეები დათვლილი იყო. ფრიდონ თოდუამ შეკრიბა თავისი კლინიკის თანამშრომლები, გამოემშვიდობა მათ და მადლობა გადაუხადა ყველაფრისათვის. დღეს კი მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ.
ფრიდონ თოდუას სახელი ქართული მედიცინის ისტორიას დარჩება, იმედია დარჩება და მის საქმეს გააგრძელებს მისივე სახელობის ერთ-ერთი გამორჩეული კლინიკა, რომელსაც უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.