Samsung Curved TV -ტელევიზორებირკალისებური ეკრანით -შეუდარებელი გამოსახულება და რეალობის საოცარი აღქმა თვალებზე მინიმალური დატვირთვით
აღნიშნული ფაქტი პირდაპირ კავშირშია ადამიანის თვალის აგებულებასთან.თვალის ბადურაზე განლაგებულია რეცეპტორები, რომლებსაც ფოტორეცეპტორებს უწოდებენ. ისინი ორი სახისაა: კოლბები და ჩხირები. კოლბები კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და ფერს აღიქვამენ (ცენტრალური მხედველობა); ჩხირები - სუსტი ან ზომიერი სინათლით, და აღიქვამენ საგნის ფორმას (პერიფერიული მხედველობა). ადამიანის თვალში განსაკუთრებულ როლი ენიჭებაპერიფერიული მხედველობას: მისი ამოქმედების გარეშე გამოსახულება იქნება ბრტყელი და არაბუნებრივი. 
Samsung-ის რკალისებურიტელევიზორების (Curved TV) ეკრანიისეა მოხრილი, რომ სტანდარტული ბრტყელი ეკრანისგან განსხვავებით პერიფერიული მხედველობის უფრო მეტად ამოქმედების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ მაყურებელი გაცილებით რეალისტურ გამოსახულებას ხედავს.
ეკრანის რკალისებური ფორმატელევიზორის ყურებისას ამცირებს თვალების მოძრაობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათგადაღლას. ბრტყელ და რკალისებურ ეკრანიანი ტელევიზორების ხარისხისშედარებისშესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ Curved TV-ის ეკრანი გაცილებით ეფექტურად ამცირებს დატვირთვას მაყურებლების თვალებზე.
ეკრანის მოხრის კუთხე ისეა გათვლილი,რომ თვალებს ტელევიზორის ყურების დროს არ მოუწიოს აქტიურად მოძრაობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დატვირთვას თვალის კუნთებზე.
Samsung Curved TV ქმნის რეალობის აღქმის სრულიად ახალ შეგრძნებას და პანორამული სურათის აღქმის ახალ დონეს მხედველობაზე დატვირთვის გარეშე. რკალი უკეთესია! R