თბილისში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება

გურამ ქარაზანაშვილმა განუცხადა, საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი შარდ-სასქესო სისტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს შეეხება.

საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ექიმები და მეცნიერები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, სიახლეებსა და მიღწევებს კიბოს დამარცხების საქმეში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოსა და რეგიონის წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. წარმოდგენილი იქნება 25-ზე მეტი მოხსენება. პირველად ამიერკავკასიაში, მოხდება ულტრათანამედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონსტრირება - პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესს დაესწრება 200-მდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან.

ღონისძიება საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის თაოსნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. კონგრესი ივ. ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში (#107) 4 ოქტომბერს 09:00-19:00 საათზე გაიმართება.