დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევა მოსახლეობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევა მოსახლეობას

მისივე თქმით, ამინდიდან გამომდინარე, ზაფხულის ინფექციები ჯერ კიდევ არის და აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.

"პრაქტიკულად ზაფხული გრძელდება. აქედან გამომდინარე, ზაფხულის ინფექციები ჯერჯერობით არსებობს. ბავშვები ბრუნდებიან ბაღში, სკოლაში, იქმნება ახალი კოლექტივები. ასეთ ახალ კოლექტივებში ვიღაცამ ერთი ინფექცია რომ შეიტანოს, ძალიან ადვილია, რომ სწრაფი გადადება და ბავშვების დაავადება მოხდეს. პირველი რჩევაა - მშობლებმა კარგად ნახონ, რომ სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ბავშვი ყველა ინფექციაზე იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის. ასევე აუცილებელია ჰიგიენური ნორმების ძალიან მკაცრად დაცვა. აქ ორი მომენტია: ერთი, რომ სათანადო პირობები იყოს შექმნილი ბაღებში, სკოლებში, რათა ბავშვებს შეეძლოთ ჰიგიენის წესების დაცვა, ასევე ბავშვებს ეს ჩვევა უნდა განუვითარდეთ პირველ რიგში ოჯახში და ასევე, მასწავლებლებმა უნდა აწავლონ ეს ბავშვებს", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვების გაფრთხილება ქუჩაში მოძრაობის წესებთან დაკავშირებითაც.

"არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ინფექციებს არ ეხება. ბავშვები გადაჩვეულები არიან ქუჩაში მოძრაობას. ამიტომ ძალიან საფრთხილოა. ბავშვებს მაქსიმალურად კარგად შევახსენოთ ქუჩაში მოძრაობის წესები“, - აღნიშნა იმნაძემ.

იგი ასევე ბოლნისისა და ახალციხის საბავშვო ბაღებში ნაწლავური ინფექციების ფაქტებსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მიმდინარეობს კვლევა იმის დასადგენად, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ჯგუფური დაავადების მიზეზი.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანრთელობის მუნიციპალურმა სამსახურებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ ყურადღება მიაქციონ სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენურ პირობებს.