მალე აუტოიმუნური დაავადებების დამარცხება შესაძლებელი გახდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მალე აუტოიმუნური დაავადებების დამარცხება შესაძლებელი გახდება

გააქტიურების შემდეგ იმუნური სისტემის „გამორთვა“ სპეციალური უჯრედების მარეგულირებელი Т-უჯრედების დახმარებით ხდება. „გამორთვის“ პროცესი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გარკვეული მიზეზით (მაგალითად, ინფექციური დაავადება) გააქტიურებული იმუნური სისტემა არ დარჩეს აქტიურ ფაზაში და არ დააზიანოს საკუთარი ქსოვილები, შესაბამისად, არ განვითარდეს აუტოიმუნური დაავადება.

მკვლევართა აზრით, აუტოიმუნური დაავადების დასამარცხებლად საჭიროა, მეტი გაიგონ მარეგულირებელ Т-უჯრედებზე. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი Т-უჯრედების მკერდუკანა ჯირკვალში (თიმუსი) განვითარება დამოკიდებულია გენებ-გამაძლიერებლებზე, რომლებიც ეხმარებიან ამ უჯრედებისთვის აუცილებელი სხვა გენების გამოვლენა-გააქტიურებას.

სპეციალისტებმა კვლევები თაგვებზე აწარმოეს და დაადგინეს, რომ ცილა შატბ1 მოლეკულას აკონტროლებდნენ გენები-გამაძლიერებლები, რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაწილეობენ Т-უჯრედების განვითარებაში. მღრღნელებს შატბ1-ის გარეშე დარღვეული ჰქონდათ მარეგულირებელი Т-უჯრედების განვითარების პროცესი. მათ აღენიშნათ აუტოიმუნური დაავადებების სიმპტომები.

დადგინდა, როგორ მოქმედებს სტრესი ტვინზე

მეცნიერთა ჯგუფმა ინდოეთიდან აღმოაჩინა, რომ სტრესულ სიტუაციას შეუძლია თავის ტვინის ნუშისებრ სხეულში ელექტრული აქტივობის მომატება. ნუშისებრი სხეული (იგივე ამიგდალა) ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურაა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინში საფეთქლის წილის სიღრმეში. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ემოციების ფორმირებაში, აკონტროლებს ემოციურ მეხსიერებას (ემოციებთან დაკავშირებული მოვლენების დამახსოვრებას). მისი კავშირი ჰიპოთალამუსთან კი განაპირობებს მის ზეგავლენას ორგანიზმის ენდოკრინულ სისტემასა და რეპროდუქციულ ქცევაზე. ამიგდალას ფუნქციობის მოშლა იწვევს ადამიანებში სხვადასხვა ფორმის პათოლოგიურ შიშებსა და სხვა ტიპის ემოციურ აშლილობებს. ნუშისებრ სხეულში ცვლილებების განვითარება უკავშირდება ტრავმის შემდეგომ განვითარებულ სტრესს.

მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ვირთხებზე. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ სტრესი მოქმედებდა მღრღნელების ნუშისებრი სხეულის ნერვულ უჯრედებზე. სტრესის გამო თავის ტვინის ამ უბანში წარმოიქმნებოდა ახალი სინაფსები (ნეირონებს შორის კავშირები). სტრესის შედეგები მაშინვე არ იყო შესამჩნევი. მხოლოდ 10 დღის შემდეგ განუვითარდათ ვირთხებს შფოთი და ამ პერიოდისათვის დააფიქსირეს მეცნიერებმა მღრღნელების ტვინში (მათ შორის - ნუშისებრ სხეულში) ცვლილებები. შფოთისა და მღელვარების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილა NMDA-R, რომელიც მეხსიერებას უკავშირდება. სტრესულ სიტუაციაში NMDA-R-ის დაბლოკვა აფერხებდა ახალი სინაფსების ფორმირებას და ნუშისებრი სხეულის ელექტრონული აქტიურობის მატებას.

სვიის შემცველი ლუდი ნაბახუსევს არ იწვევს

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ლუდში შემავალი სვია ალკოჰოლის მავნე შედეგებს ამცირებს. სვიის წყალობით ღვიძლში გროვდებოდა უფრო ნაკლები ტოქსინები და მავნე ცხიმები.

გერმანელმა მეცნიერებმა კვლევა თაგვებზე ჩაატარეს. სპეციალისტები მღრღნელებს აძლევდნენ სპეციალურად სვიის გარეშე მოხარშულ ლუდს, სვიის მაღალი შემცველობის მქონე ლუდს და სუფთა სპირტს. ზოგ ცხოველს ალკოჰოლის ნაცვლად ტკბილ წყალს ასმევდნენ. მეცნიერები თვალყურს ადევნებდნენ, როგორ მოქმედებდა სასმელები ღვიძლზე, სისხლსა და წვრილ ნაწლავებზე. ეფექტს სასმელების მიღებიდან 2 და 12 საათის შემდეგ აფასებდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ თაგვებს, რომლებსაც სვიის შემცველ ლუდს ასმევდნენ, ღვიძლში უფრო ნაკლები ცხიმი უგროვდებოდათ. ეს უკანასკნელი ხელს უშლის ტოქსინებისგან სისხლის გაწმენდის პროცესს. გარდა ამისა, ამ მღრღნელებს, სხვა სასმელების „მომხმარებელ“ მღრღნელებთან შედარებით, ღვიძლის ანთების უფრო დაბალი დონე აღმოაჩნდათ. ასევე დაბალი იყო ინდუცირებული (iNOS) NO-სინთაზები - მოლეკულები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს.

სექსი ასაკის მატებასთან ერთად უფრო უკეთესი ხდება

ბევრი ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ ასაკის მატებასთან ერთად სქესობრივი ცხოვრება მოსაბეზრებელი ხდება ინტიმურ სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემის გამო. მინესოტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კი კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მითია. ხანშიშესულ ადამიანებს სექსის ხარისხი უფრო აღელვებთ და არა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.

კვლევის მონაცემებით, ასაკოვანი ადამიანები დიდი გამოცდილების წყალობით აუმჯობესებენ სქესობრივი ცხოვრების ხარისხს. ასაკთან ერთად ადამიანი „სექსუალურ სიბრძნეს“ იძენს, ხვდება, რომ უმჯობესია ფოკუსირდეს სქესობრივი აქტის ხარისხზე და არ იფიქროს მის ხანგრძლივობასა და რაოდენობაზე.

მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ხანში შესული ადამიანები, ახალგაზრდებისგან განსხვავებით, დიდ ყურადღებას ამჟღავნებენ პარტნიორის გრძნობების მიმართ. გარდა ამისა, ასაკოვან ადამიანს ნაკლებად აქვს არარეალური მოლოდინი. ისიც კი დადგინდა, რომ ხანში შესულ მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია იმაზე გაცილებით ნაკლებად ყოფილა გავრცელებული, ვიდრე ეს ადრე მიიჩნეოდა. მინესოტის მეცნიერები იმასაც კი აცხადებენ, რომ აქტიური სექსუალური ცხოვრება იცავს ადამიანს რიგი დაავადებების განვითარებისგან, მაგალითად, დემენციისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისგან.