სეზონური ნაწლავური ინფექციები და მათი მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

სეზონური ნაწლავური ინფექციები და მათი მკურნალობა

სეზონური ნაწლავური ინფექციები და მათი მკურნალობა
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (24 სთ-ში 3 ჯერ და მეტად) შეცვლილი კონსისტენციის განავლით (შეიცავს სითხეს, ლორწოს, იშვიათად სისხლს), საკმაოდ ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით ბავშვებში.3 წლამდე ასაკის ბავშვებს წლის განმავლობაში დიარეის 1-2 ეპიზოდი მაინც აქვთ. დიარეა უხშირესად ნაწლავთა ანთების შედეგია, რომელსაც იწვევს ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი.

ნაწლავთა ანთებითი დაავადებები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, მხოლოდ გამომწვევი მიკროორგანიზმებია სხვადასხვა. კერძოდ, წელიწადის ცივ დროს უფრო ხშირია ვირუსებით (როტავირუსი, ნოროვირუსი), ხოლო ზაფხულში ბაქტერიებით (სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, კლოსტრიდია) გამოწვეული ინფექციები.

ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით. როგორც კი გამომწვევი მოხვდება კუჭში, პაციენტს ეწყება ღებინება (ეს სიმპტომი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა მოიშოროს უცხო), შემდეგ გამომწვევი გადადის ნაწლავებში, სადაც გამოყოფს ტოქსინს და ხვდება სისხლში. ამ დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მატება, განავალი თხელდება და შემდეგ
შეიძლება მარტო წყალს და ლორწოს შეიცავდეს.

ყოველივე ზემოთაღწერილი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია გაუწყლოების ხარისხზე. პირველ ეტაპზე აღინიშნება წყურვილი და ნერწყვის შესქელება, შემდგომ უქვეითდებათ კანის ტურგორი(ქსოვილის ნორმალური ტონუსი), თვალები ჩაუცვივდებათ და შარდის გამოყოფა მცირდება.

მკურნალობა პირველივე ეტაპზე არის სითხეებით დატვირთვა: ელექტროლიტები უნდა მიიღონ მცირე ულუფებით და მთელი დღის განმავლობაში. თუ ღებინების და საერთო სისუსტის გამო სითხის მიღება ვერ ხერხდება და გაუწყლოება ღრმაა, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

ნაწლავური ინფექციების მკურნალობა, მიუხედავად გამომწვევისა, სიმპტომურია. დაავადების მიზეზების დადგენას სჭირდება სერიოზული და დროში გახანგრძლივებული კვლევები, რომელიც ძალიან ხშირად მკურნალობის ტაქტიკას მაინც არ ცვლის. ამიტომ მკურნალობის დაწყება აუცილებელია ოპერატიულად. მკურნალობას ვიწყებთ ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებით, როგორიცაა ნიფუროქსაზიდი. იგი ნაწლავებში მოქმედებს პათოგენურ ბაქტერიებზე (როგორც გრ-, ასევე გრ+) და არ ანადგურებს საპროფიტულ (საჭირო ბაქტერიები) ფლორას. კუჭ-ნაწლავიდან არ შეიწოვება და მოქმედებს ადგილობრივად.

ნიფუროქსაზიდი გამოიყენება კვებითი ტოქსიკოინფექციების, მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს.

mkurnali.geჩვენს პრაქტიკაში ფართოდ ვიყენებთ ნიფუროქსაზიდს, სავაჭრო სახელწოდებით stopdiari (მწარმოებელი „გედეონ რიხტერი“, უნგრეთი). სტოპდიარის გამოყენება შესაძლებელია 2 თვის ასაკიდან. ამას ხელს უწყობს მისი სუსპენზიის ფორმით არსებობაც. სუსპენზიას აქვს ბანანის სუნი და ტკბილი გემო. პრეპარატი გამოდის 200 მგ კაფსულის და 100 მგტაბლეტის ფორმით.

სტოპდიარი არ ახდენს გავლენას ნაწლავების მოქმედების სიხშირეზე (როგორც მას ზოგჯერ შეცდომით მიაწერენ!). ეს არც არის რეკომენდებული ნაწლავური ინფექციის დროს. სტოპდიარი მოქმედებს ადგილობრივად გამომწვევზე და ორგანიზმიდან მის სწრაფ გამოდევნას უზრუნველყოფს. სტოპდიარის ეფექტი ვლინდება მიღებიდან პირველივე საათის განმავლობაში.

სტოპდიარის დოზირების სტანდარტული რეჟიმი ასეთია:

2 თვიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვებში - 100-200მგ 2-ჯერ დღეში, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 200მგ 3-ჯერ დღეში, 7 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში - 200მგ 3-4-ჯერ დღეში.

დაწვრილებით ინფორმაციას დოზირებისა და მიღების წესის შესახებ გაეცანით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის კლინიკური დირექტორის მოადგილე
ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ექიმი ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, დეზინფექცია-სტერილიზაციასთან
თმის ცვენა ყველასათვის სერრიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გაცილებით რთული სამართავია თინეიჯერობის ასაკში დაწყებული ცვენა . არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ეს პრობლემა ადრეულ ასაკში იჩენს თავს.
ქრონიკული ვენური უკმარისობა (ქვუ)- სისხძარღვოვანი სინდრომია და ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით ხასიათდება.
დღის მშვიდად ნაყოფიერად გატარების შემდეგ, სახლის გზაზე მიმავალს, როცა დედაქალაქის თითქმის ყველა სანახაობა დაათვალიერა,
ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს გრიპის საწინააღმდეგო, მაღალეფექტური ვაქცინა, რომელიც მალე აშშ-ში კლინკურ
Theranos-ის დამფუნძებელი ელიზაბეტ ჰოლმსი და მისი ყოფილი პირველი მოადგილე რემეშ „სანი“ ბალვანი თაღლითობისა
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად