მალე პარაზიტები ექიმებად მოგვევლინებიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მალე პარაზიტები ექიმებად მოგვევლინებიან

ამჟამად ნოტინგემის უნივერსიტეტში ასთმით დაავადებულთა კვლევა მიმდინარეობს. პაციენტთა კანზე ნემატოდებს ათავსებენ და ორგანიზმში შეჭრის საშუალებას აძლევენ. მკვლევართა თეორიის თანახმად, ამან ასთმის სიმპტომების შემსუბუქებას უნდა შეუწყოს ხელი. ამასთანავე, ამერიკელი მეცნიერები ცდილობენ, არგენტინაში ჩატარებული კვლევის ექსპერიმენტის შედეგიც შეამოწმონ - სამხრეთამერი-კელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პარაზიტებით დასნებოვნების შემდეგ სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დაავადების სიმპტომები შეუმსუბუქდათ. მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ თუ კვლევა წარმატებით დასრულდა, ფარმაცევტული კომპანიები შექმნიან პრეპარატებს, რომელთა მოქმედება პარაზიტების მოქმედების ანალოგიური იქნება.

ექსპერტთა ვარაუდით, ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის ორგანიზმმა მასში მობინადრე პარაზი-ტებისადმი ადაპტაცია განიცადა და სწორედ მათთან ერთად მოხდა იმუნური სისტემის ევოლუცია. ამის კვალობაზე, დაავადებათა (მათ შორის - ალერგიის სხვადასხვა ფორმის) გახშირება და მატება შესაძლოა ორგანიზმში ჭიების არარსებობით იყოს განპირობებული. თუმცა ყველა მეცნიერი ასე როდი ფიქრობს - ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის იმუნოლოგის, პროფესორ დენი ალტმანის განცხადებით, იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ადამიანის იმუნური სისტემა საუკუნეების განმავლობაში შეცვლილიყო, არაფერი ამტკიცებს.

სამაგიეროდ, ზემომოყვანილ თეორიას მხარს უჭერს ნოტინგემის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის ექს-პერტი, პროფესორი ჯენი ბრედლი. ის ვარაუდობს, რომ პარაზიტების უკმარისობის გამო ადამიანის იმუნურ სისტემაში ბუნებრივი ბალანსი ირღვევა. მისი აზრით, მალე ავადმყოფებს ჭიებს ოფიციალურად გამოუწერენ. ბრედლი ხაზს უსვამს, რომ პარაზიტები ყოველთვის კეთილმოსურნენი ვერ იქნებიან, მაგ-რამ ასთმის, ალერგიისა და მათი მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ მეცნიერები უდავოდ შეძლებენ ჭიების სასარგებლო სახეობათა გამოყოფას.

"ჰიგიენური ჰიპოთეზა" პირველად 1980 წელს გაჟღერდა. მის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში დაავადებათა რიცხვის მატებას უშუალო კავშირი აქვს ინფექციის გაიშვიათებასთან. პარაზიტებთან დაკავშირებულ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ ასევე დიაბეტს, რომელიც, ჩვეულებრივ, ბავშვებს და 30 წლამდე ასაკის ზრდასრულ პირებს უვლინდებათ. ამავე კონტექსტში მოიხსენიებენ დეპრესიას, ალცჰაიმერის დაავადებას და კიბოს ზოგიერთ ფორმას - თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ ნათელყო, რომ პარაზიტებით დასნებოვნება მათ განვითარებას ხელს უშლის.