მწეველ მოზარდებს დეპრესია ემუქრებათ
ზრდასთან ერთად ეს თაგვები სტრესის მიმართ უფრო მგრძნობიარენი ხდებიან და არასტაბილური ქცე-ვით გამოირჩევიან. მეტიც - აღმოჩნდა, რომ ნიკოტინის ერთჯერადი მოქმედებაც კი მრავალწლიან ეფექტს იწვევს. ახალგაზრდობისას მიღებული ნიკოტინის გამო დეპრესიაში ჩავარდნილი ვირთხები მეც-ნიერებმა ნორმალური ცხოვრების რიტმს ანტიდეპრესანტების მეშვეობით დაუბრუნეს. საინტერესოა, რომ ვირთხები, რომლებსაც ნიკოტინი ზრდასრულ ასაკში მისცეს, ამ პრობლემის პირისპირ არ დამდგა-რან. კვლევის ავტორთა აზრით, ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ნიკოტინი როგორღაც ახერხებს, ძლი-ერი და ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ახალგაზრდა თავის ტვინის განვითარებაზე, თუმცა ამ გავლენის მექანიზმი ჯერ კიდევ გასარკვევია.