საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის საქმეზე სამი ექიმია დაკავებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის საქმეზე სამი ექიმია დაკავებული

36 წლის დიანა ბერიძე ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. ცხედარი კი ჰალკიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს.

დაკავებული 38 წლის ანგიოქირურგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მუშაობდა.

გარდაცვლილის მეუღლემ ქალის დაკარგვის თაობაზე 27 აპრილს განაცხადა და მას შემდეგ პოლიციამ ძებნა გამოაცხადა.

"დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონია დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რის გამოც პაციენტმა ვეღარ გამოიღვიძა. ვიდეოთვალებმა აჩვენა, რომ, მას შემდეგ რაც გოგონა შემოაკვდათ, იმავე დღეს, ღამის 11 საათზე კლინიკიდან 150 კმ-ის მოშორებით მდებარე ტყეში გადაიტანეს გვამი. ამ ტყის მახლობლად მდებარეობს მკურნალი ექიმის სოფელი. გადმოცემით ვიცით, რომ გოგონა სანახევროდ დანაწევრებულია. ჯერ ვერ ვკრძალავთ, რადგან ბევრი რამ კიდევ გასარკვევია" - განაცხადა დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ.

მისივე თქმით, ექსპერტები ადგენენ, შესაძლოა თუ არა, ადგილი ჰქონდეს ორგანოების გაყიდვას.

დიანა ბერძიე საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.