/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ონკოლოგია

-გამარჯობა. დღეს შევნიშნე რომ იღლიაში მაქვს ძალიან ძალიან პატარა ჯირკვალივით, მრგვალია მაგრამ არ დაგორავს, არც რაიმე მსგავსი ნამდვილად არ არის. უბრალოდ შეხებისას მტკივნეულია. 17 წლის ვარ. რამდენიმე თვის წინ იგივე იღლია მტკიოდა, ოდნაც შეშუპებულივით იყო როგორც მახსოვს, მაგრამ ეს ჯირკვალი მაშინ არ შემიმჩნევია. მაშინ გარკვეული დროით შევწყვიტე ანტიპერსპირანტია გამოყენება, რაღაც შავი ფერის მალამოს ვისმევდი რამდენიმე დღე და სოდიანი წყლის თბილ საფენებს ვიდებდი და მალევე გამიარა. შეიძლება ეს ანტიპერსპირანტის გამო იყოს? ექიმთან მისვლას ვაპირებ, მაგრამ იქნებ მანამდე თქვენ მითხრათ რამე, რადგან ძალიან ვნერვიულობ. სიმსივნეზე ხომ არ მიუთითებს ეს სიმპტომები? მადლობა წინასწარ პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვინილის იატაკი - აუცილებელი მოთხოვნა სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომელიც საქართველოში იშვიათად გვხვდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინილის იატაკი - აუცილებელი მოთხოვნა სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომელიც საქართველოში იშვიათად გვხვდება

სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაგვიყვანა. ჩემს ძმას ფეხის ტრავმა ჰქონდა მიღებული და მოტეხილობის გამოსარიცხად რენტგენის გადაღება დასჭირდა. სამედიცინო პერსონალი დიდი ყურადღებით გვექცეოდა, თუმცა ჩემი უარყოფითად გაოცება და იმედგაცრუება ერთმა ფაქტმა გამოიწვია. რენტგენის ოთახში გრანიტის იატაკი იყო. მისი დანახვისთანავე გონებაში ამომიტივტივდა ბერლინის ერთ-ერთი კლინიკის რენტგენის ოთახი. რამდენიმე წლის წინ ამ კლინიკაში მე თვითონ მომიწია რენ¬ტგენის გადაღება და კარგად მახსოვს, როგორი იატაკი იყო იმ ოთახშიც და მთლიან კლინიკაშიც. მკაფიოდ გამახსენდა ინფორმაცია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებში ვინილის იატაკი უნდა იყოს დაგებული. ეს საერთაშორისო სტანდარტია, საქართველო კი ამ სტანდარტებს, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს. კლინიკიდან მალევე წამოვედით. ჩემს პატარა ძმას მოტეხილობა არ აღმოაჩნდა. თუმცა რამდენიმე დღე ვფიქრობდი იმ გარემოზე, რაც კლინიკაში იყო და გული მწყდებოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების მოწყობის სტანდარტები თითქმის არ არსებობს. ამ საკითხზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე და გავარკვიე, რომ ვინილის იატაკი, რომელიც კლინიკებისთვის თანამედროვე სტანდარტია, საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

mkurnali.ge

ვინილის იატაკის თვისებებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მისი არსებობის აუცილებლობაზე სასაუბროდ G.m. Group-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს გიგი ნიკოლაიშვილს მივმართეთ.

- რა არის ვინილის იატაკი და რატომ არის ის სამედიცინო დაწესებულებებში სავალდებულო?

- ზოგადად, ვინილის იატაკი მრავალმხრივი უპირატესობებით გამოირჩევა. მას მრავალი დადებითი თვისება აქვს. ვინილის იატაკი არის ანტისეპტიკური, სტატიკურად გამტარი, ლამაზი და მრავალფეროვანი, ანტიბაქტერიული, აკუსტიკურად მდგრადი, ადვილად მოსავლელი.უახლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ვინილის იატაკის გამოყენება სავალდებულოა სხვადასხვა პროფესიულ დაწესებულებებში და განსაკუთრებით _ საავადმყოფოებში.ვინილის იატაკის სხვადასხვა სახეობა არსებობს. ესენია ანტისტატიკური, ჰომოგენური და ანტიბაქტერიული. ანტიბაქტერიულ და ჰომოგენურ იატაკს თანამედროვე ტექნოლოგიით გაუმჯობესებული ჰიგიენური და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. ამიტომ მისი დაგება ხდება საავადმყოფოების პალატებში, დერეფნებში. ანტისტატიკური კი, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აუცილებელია კლინიკების იმ საპროცედუროებში, სადაც წარმოიქმნება ელექტრული მუხტი. ანტისტატიკური ვინილის იატაკის ერთ-ერთი სახეობის - ელექტროგამტარის გამოყენება აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის, საოპერაციო და კომპიუტერულ საკომუნიკაციო ოთახებში. mkurnali.ge

- საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებეში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- საქართველოში ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა. ჯერ კიდევ არსებობს კლინიკები, რომელთა რენტგენის ოთახებშიც გრანიტის იატაკია, რაც კატეგორიულად აკრძალულია. არის შემთხვევები, როცა კლინიკებში ვინილის იატაკი დაგებულია, მაგრამ უხარისხო მასალაა ან უხარისხოდაა დაგებული და რეალურ ფუნქციას კარგავს. ხშირად ვინილის იატაკი საჭიროზე თხელია და ის ვერ უზრუნველყოფს რადიაციის შეკავებას.

თუმცა გადაჭრით თქმა, რომ საქართველოში ამ კუთხით ვერც ერთი კლინიკა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. არის დიდი კლინიკები, სადაც სტანდარტების თანახმად არის დაგებული ვინილის იატაკი. თუმცა ისინი უმცირესობაში არიან. შედარებით პატარა საავადმყოფოებში კატასტროფული მდგომარეობაა.ძალიან კარგი იქნება, თუ ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე გადაწყდება და შემუშავდება სტანდარტები, რომლებიც სხვა მრავალ პუნქტთან ერთად კლინიკებში ადეკვატური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

- საქართველოს რომელ კლინიკებშია დაგებული ვინილის იატაკი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით?

- ასეთი კლინიკების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულო და მისაბაძი ამბავია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საავადმყოფოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს და საერთაშორისო სტანდარტების არსებობას მხოლოდ დედაქალაქში არ აქცევენ ყურადღებას. ვინილის იატაკი გვხვდება: "ევექსის" ამბულატორიულ ცენტრებში, თბილისის გულის ცენტრში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, სამცხე-ჯავახეთის საავადმყოფოებში, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ბავშვთა ჰოსპისში, ლაბორატორია "მრჩეველში" - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფში.

ნანა მღებრიშვილი