სერიალ ”ექიმი ჰაუსის” ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სერიალ ”ექიმი ჰაუსის” ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები

თუმცა მისმა მისტიურმა ეპიზოდებმა და ძლიერმა პერსონაჟმა სერიალი ამერიკის სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სერიალად აქცია. ჰიუ ლორი კი სატელევიზიო სერიალების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.

გთავაზობთ სერიალის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.

დეტოქსიკაცია, სეზონი 1, ეპიზოდი 11

ჰაუსის ვიკოდინზე დამოკიდებულება სერიალს ერთ-ერთ მთავარ ხაზად გაყვება. ამ ფაქტმა შექმნა სერიალის რამდენიმე საუკეთესო ეპიზოდი.

პირველ 10 ეპიზოდში წამალდამოკიდებულება ნაკლებად ჩანს. დეტოქსიკაცია პირველად მძაფრად მე-11 ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც უილსონი და ქადი ცდილობენ, ჰაუსს აღიარებინონ, რომ მას პრობლემა აქვს.

კონტროლი, სეზონი 1, ეპიზოდი 14

ამ ეპიზოდში ჩნდება სერიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პაციენტი ქერლი.

ჰაუსის გუნდის წევრები ვერ მიხვდნენ, რით იყო გამოწვეული ქერლის სიმპოტმები. ჰაუსმა კი ძალიან სწრაფად დაასკვნა, რომ პაციენტი თავად იზიანებდა თავს. ჰაუსი მიხვდა, რომ ქერლი ტრანსპლანტაციაზე უარს ეტყოდა, ამიტომაც პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ჯგუფის წევრები მოატყუა. 3 ისტორია, სეზონი 1, ეპიზოდი 21

ლექციის დროს ჰაუსი სტუდენტებს წარუდგენს სამ სცენარს, როდესაც პაციენტს ფეხი სტკივა და სტუდენტებს დიაგნოზის დასმას სთხოვს. მსჯელობა საკმაოდ მხიარულად მიდის თუმცა როგორც აღმოჩნდა, მესამე სცენარი თავად ექიმი ჰაუსის ისტორიაა.

ეს არის წარსულის გახსენების საუკეთესო ეპიზოდი. ეს არის შემთხვევა, როდესაც ექიმი ჰაუსი ყველაზე მგრძნობიარეა.

ყველაფერი, სეზონი 2, ეპიზოდი 17

ეს ეპიზოდი იმითაცა გამოირჩევა, რომ ჰაუსი განასაკუთრებულად ფორმალურად ჩაცმული გვხვდება. აქვე ჩნდება ადამიანი, რომელიც კლინიკისთვის დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობს. ჰაუსი მასთან ერთად მიდის პოკერის სათამაშოდ. ისინი ცდილობენ თანხა იშოვონ, რომელიც პატარა ბავშვის გადასარჩენად სჭირდებათ. ბავშვის სიმპტომები ჰაუსს იმ პაციენტს ახსენებს, რომლის გადარჩენაც ვერ შეძლო.

ჰაუსი ღმერთის წინააღმდეგ, სეზონი 2, ეპიზოდი 19

ამ ეპიზოდში რწმენისა და მეცნიერების დაპირისპირება ხდება. ეს ყველაფერი კი ძალიან საინტერესოდ ხდება.

ჰაუსი მკურნალობს ადამიანს, რომელსაც დიდი რწმენა აქვს და სჯერა, რომ რწმენით განკურნება შესაძლებელია. საინტერესო დისკუსია სწორედ მასა და გრეგორის შორის მიმდინარეობს. განსაკუთრებული ინტრიგა კი იწყება მას შემდეგ, რაც ცხადი ხდება, რომ სიმსივნით დაავადებული პაციენტი ნაწილობრივ განიკურნა.

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექით "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.