პროსტატიტი – მამაკაცების მტკივნეული და მუდმივად აქტუალური თემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროსტატიტი – მამაკაცების მტკივნეული და მუდმივად აქტუალური თემა

მწვავე პროსტატიტისათვის დამახასიათებელია უფრო მკვეთრად გამოხატული სიმპტომები: ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, შარდვის პროცესის დარღვევა (გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით - ღამე, წვა და ტკივილი შარდვისას, დაუცლელი შარდის ბუსტის შეგრძნება) და ქრონიკული პროსტატიტი. როდესაც აღინიშნება ყრუ ტკივილი შორისის არეში, შარდვის პროცესის დარღვევები შენარჩუნებულია და თანდათანობით უფრო და უფო შემაწუხებელ ხასიათს იძენს. პროსტატიტის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ არანამკურნალებ პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ანთება შესაძლოა პოტენციის დაქვეითებისა და უშვილობის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

არის გარკვეული პირობები, რომელთა დროსაც იზრდება პროსტატიტის განვითარების რისკი. მათ რისკფაქტორებს უწოდებენ და ასეთების რიცხვს მიეკუთვნება: ორგანიზმის გაცივება, მჯდომარე და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების არარსებობა (ამ დროს ხდება სეკრეტის შეგუბება და ინფექციის განვითარება მასში) ან, პირიქით, გადაჭარბებული რაოდენობის სქესობრივი კონტაქტები, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ჰორმონული დარღვევები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

ასეთ პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანია სწორი და დროული მკურნალობა. პროსტატიტის სამკურნალო საშუალებები მრავლადაა აფთიაქებში, მაგრამ უროლოგების მიერ ყველაზე ხშირად დანიშვნადი პრეპარატების რიცხვს, თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ვიტაპროსტის სუპოზიტორიები (სანთლები, რომლებიც გამოიყენება რექტალურად - სწორ ნაწლავში). მათი ეფექტურობა სწორად შერჩეული სამკურნალო ფორმიდან გამომდინარეობს, რადგან სწორი ნაწლავის მხრიდან ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო საშუალება სწრაფად და ადვილად აღწევს პროსტატის ქსოვილს (ამას სწორი ნაწლავისა და პროსტატის ახლო ანატომიური მდებარეობა განსაზღვრავს), სადაც უნდა მოხდეს სამკურნალწამლო საშუალების მაღალი კონცენტრაციის მიღწევა სამკურნალო ეფექტის მისაღწევად, რაც, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო ნელა მიიღწევა ტაბლეტირებული ფორმის გამოყენების შემთხვევაში. გარდა ამისა, თავად პრეპარატ ვიტაპროსტის შემადგენელი სამკურნალო საშუალება - სამპროსტის სუბსტანცია - წარმოადგენს ორგანულ პეპტიდს (ცილას), რომელიც მიიღება ხარის წინამდებარე ჯირკვლიდან, განსაკუთრებული ეფექტურობითა და ტროპიზმით ხასიათდება ადამიანის პროსტატის ქსოვილის მიმართ. კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ პრეპარატ ვიტაპროსტს არ გააჩნია უკუჩვენებები (თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ასაკში, თანმხლები დაავადების მიუხედავად), ვიტაპროსტი არ იწვევს შეჩვევას და არის მაქსიმალურად უსაფრთხო.

სამპროსტის სუბსტანცია (ვიტაპროსტი) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ანთებით წინამდებარე ჯირკვალში, ამცირებს შეშუპებას, ხსნის ტკივილს და დისკომფორტს სასქესო ორგანოს არეში. მისი გამოყენების პირველივე დღეებიდან შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება და ეფექტი სახეზეა. პრეპარატი გაიცემა სააფთიაქო ქსელიდან - ურეცეპტოდ. კარგია, როცა ექიმებს გვაქვს ასეთი საიმედო და ეფექტური საშუალებები, რომლებიც ეხმარება პაციენტს კვლავ ჯანმრთელად და ძლიერად იგრძნოს თავი.

ნუ შეუშინდებით პროსტატიტს, მთავარია მისი დროული გამოვლენა და სწორი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R