ცხვირის სიმშრალე (Rhinitis sicca)
- ბატონო დავით რა იწვევს ცხვირის სიმშრალეს, და რა სიმპტომები ახლავს თან?
- ცხვირი, როგორც სუნთქვის და ყნოსვის ორგანო, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთქმედების პროცესში. მისი ძირითადი ფუნქცია ჩასუნთქული ჰაერის გათბობა, დატენიანება, გაფილტვრაა. დღის განმავლობაში ცხვირის ლორწოვანი გამოყოფს 0,5 ლ-მდე ლორწოს, რომლის დაახლოებით 70% იხარჯება ლორწოვანის დატენიანებაზე. თანამედროვე პირობებში ლორწოს სინთეზის ბალანსის დარღვევა და ლორწოვანის გამოშრობა შესაძლებელია მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს: არახელსაყრელი კლიმატური და ეკოლოგიური პირობები, საწარმოო მტვერი, ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი ეფექტი (ცხვირის წვეთების, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების და ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენება), მოწევა, ქრონიკული რინიტი, კონდინცირებული ჰაერი, ორსულობის და მენოპაუზის პერიოდი, ხანდაზმული ასაკი და ასე შემდეგ. თუ ცხვირის ლორწოვანზე ეს ფაქტორები ხანგრძლივად ზემოქმედებენ, შედეგად ვიღებთ გამომშრალ ლორწოვანს და ვითარდება ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ცხვირის სიმშრალე. ამ პრობლემით ყოველდღიურად დაახლოებით 2-4 პირველადი პაციენტი გვაკითხავს.
- რა ჩივილებს აღნიშნავენ ძირითადად ასეთი პაციენტები?
- ანამნეზში განსაკუთრებით აღნიშნავენ ისეთ შემაწუხებელ სიმპტომებს, როგორიცაა წვა, ქავილი, ქერქების გაჩენა, დისკომფორტი სუნთქვის დროს, ყნოსვის დაქვეითება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა.
- თუ შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში ცხვირის სიმშრალე უფრო აქტუალურია?
- კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის გამოყოფა გამიჭირდება, რაზეც კონსულტაციაზე მოსული პაციენტების ასაკობრივი მრავალფეროვნებაც მეტყველებს.
- რა საშუალებები არსებობს ცხვირის სიმშრალის სამკურნალოდ?
- მკურნალობის მიზანს რა თქმა უნდა წარმოადგენს ძირითადი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, და სიმპტომურად ცხვირის ღრუს ლორწოვანის დატენიანება_ აღდგენა. წლების წინ ცხვირის სიმშრესთან დაკავშირებულ დისკომფორტს სხვადასხვა იზოტონური ხსნარების, ზეთების თუ მალამოების საშუალებით ებრძოდნენ. დღეს უკვე საქართველოში არსებობს პრეპარატი – რინოქსი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ცხვირის სიმშრალის სამკურნალოდ და იძლევა სრულყოფილი მკურნალობის საშუალებას, რასაც მის შემადგენლობაში შემავალი პანთენოლი, პარაფინი, და E ვიტამინი უზრუნველყოფს. რინოქსის ზეთოვანი სპრეი
- აღმოფხვრის ისეთ შემაწუხებელ სიმპტომებს, როგორიცაა სიმშრალე, გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება. გარდა ამისა ცხვირის ტრავმის ან ოპერაციული ჩარევის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს სწაფ რეგენერაციას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, მითუმეტეს რომ რინოქსს გააჩნია მოსახერხებელი სპრეის ფორმა რაც მას პაციენტისთვის კომფორტულს ხდის, არ შეიცავს არანაირ არომატიზატორს და გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
- როგორც თქვენთან საუბრიდან მივხვდით, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დროულად მოგმართავთ ამ პრობლემის აღმოფხვრა უფრო სრულყოფილად და მარტივად შეიძლება მოხდეს?
- გეთანხმებით, დროული ვიზიტი ექიმ-სპეციალისტთან და სრულფასოვანი მკურნალობა საშუალებას გვაძლევს საგრძნობლად შევამციროთ იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პრობლემასთან დაკავშირებული სიმპტომებით იტანჯებიან.