სასწაულებრივი ინსტრუმენტი ქირურგებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასწაულებრივი ინსტრუმენტი ქირურგებისთვის

სიახლემ შესაძლოა ქირურგიაში ნამდვილი ძვრა მოახდინოს: ექიმები შეძლებენ, მიკროდამჭერი მინიატუ-რული ჭრილობიდან პაციენტის გულისკენ ან თავის ტვინისკენ გაგზავნონ და სამედიცინო მანიპულაციები მათი ყველაზე წვრილი სისხლძარღვების შიგნითაც კი აწარმოონ. კიბორჩხალასმაგვარი მანიპულატორი,  რომელსაც სამ-სამფალანგიანი ექვსი "თითი" აქვს, სისხლის მიმოქცევის სისტემაში მაგნიტის დახმარებით გადაადგილდება. მიკროდამჭერი მოძრაობაში მოჰყავს ტემპერატურის ცვლილებას და ორგანიზმშივე გამომუშავებული განსაზღვრული ნაერთის ზემოქმედებას. სწორედ  ეს სხეულშიდა ფაქტორები - ბიოქი-მიური სიგნალი და სხეულის ტემპერატურის მატება - შეიძლება იქცეს ობიექტის დაჭერის იმპულსად.

მიკროდამჭერი ლითონისა და პოლიმერისგან არის დამზადებული. სწორედ ეს უკანასკნელი იცვლის მდგომარეობას გაცხელებისა და გაცივებისას და ასრულებს "კუნთების" როლს.

ახალი ტექნოლოგიის კლინიკურ გამოცდამდე ჯერ კიდევ მრავალი საფეხურია გასავლელი. მეცნიერთა აზრით, ამ სასწაულებრივი ინსტრუმენტის პრაქტიკაში დანერგვას 10 წელი მაინც დასჭირდება. ჯერჯერობით მიკროდამჭერს ბრძანების მხოლოდ ერთხელ შესრულება შეუძლია - დაჭერილი უჯრედების გაშვებასა და სხვების აღებას ის ვერ ახერხებს, ხოლო გამოგონების ავტორი დევიდ გრასიასი ცდილობს, მანიპულატორი საჭირო ადგილას შინაგანი მაგნიტური ველის გარეშე მიიტანოს. თუ ეს პრობლემა მოგვარდა, მომავალში შესაძლებელი იქნება მინიმალურად ტრავმული და მეტად სათუთი ოპერაციების წარმოება იმ ადგილებში, რომლებიც ჩვეულებრივი ინსტრუმენტებისთვის მიუდგომელია. გამოგონების ავტორი ხაზს უსვამს, რომ ინსტრუმენტი სერიული და ძალიან იაფი იქნება.