ვნებს თუ არა იოდი სპერმატოზოიდებს
კვლევამ აჩვენა, რომ იოდიანი მარილის მიღებისას საცდელ ვირთხებს შესამჩნევად შეუმცირდათ სპერმის ფერტილობა (განაყოფიერების უნარი). მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ საკვებში იოდის შეზღუდვა ლაბორატორიულ ცხოველებში კვერცხების ზომას ზრდის და შესამჩნევად აძლიერებს სპერმის პროდუქციას. მიუხედავად ამისა, რეპროდუქტოლოგები გვირჩევენ, ზემომოყვანილ დასკვნებს სიფრთხილით მოვეკიდოთ, და ირწმუნებიან, რომ კვლევები უნდა გაგრძელდეს.