მექსიკაში მსოფლიოში პირველი ბავშვი დაიბადა სამი მშობლისგან
მისი არსი ჩასახვისთვის მესამე ადამიანის მიტოქონდრიული დნმ-ის გამოყენებაში მდგომარეობს. ბავშვის მშობლები იორდანელი წყვილია. მათ ჰყავდათ ორი შვილი, რომლებიც ლეას (გენეტიკური დაავადება, რომელსაც თან ახლავს ნეირომეტაბოლური სინდრომი - ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით) სინდრომის შედეგად გარდაიცვალნენ. „სამი მშობლის“ მეთოდი მსგავსი დაავადებებისგან ბავშვების დაცვის საშუალებას იძლევა.
ქირურგებმა ქალი-დონორის მიტოქონდრიული დნმ შეიყვანეს დედის კვერცხუჯრედში. აშშ-ში მსგავსი პროცედურა აკრძალულია, ამიტომ ოპერაცია მექსიკაში ჩატარდა. სპეციალისტების თქმით, ყველაფერმა წარმატებულად ჩაიარა, ბიჭუნა ჯანმრთელია და რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ლალი ჩხიკვაძე