როგორ გადავეჩვიოთ ფრჩხილების კვნეტას

მავნე ჩვევას რომ გამოეთხოვოს, ონიქოფაგიის ცენტრში ადამიანმა ოთხი კვირა უნდა დაყოს. მკურნალობა ტარდება სპეციალური მეთოდიკით, რომელიც პათოლოგიური ონიქოფაგიის ცენტრში შეიმუშავეს.
პაციენტს ხელებზე ამაგრებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მას ფრჩხილების კვნეტის საშუალებას არ აძლევს, უნიშნავენ კონსულტაციებს და ფსიქოთერაპიის კურსს.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მეთოდი პრაქტიკულად ყველას შველის. პაციენტების მცირე ნაწილი (2 პროცენტი) თუ უბრუნდება მავნე ჩვევას-ფრჩხილების კვნეტას . უნიკალური კლინიკა დიდი წარმატებით სარგებლობს და, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მომავალშიც ასეთივე პოპულარული იქნება.