ფრანგი ავადმყოფები ევთანაზიის ალტერნატივით "დაასაჩუქრეს"
თუმცა ეს არ არის ევთანაზია. სიცოცხლის ნებით დათმობის იდეა ჩინოვნიკებმა უარყვეს.
მიღებული კანონის თანახმად, პაციენტებს, რომელთაც აქვთ მძიმე უკურნებელი დაავადება, სიკვდილის მომენტამდე მედიკამენტოზური ძილის უფლება აქვთ. გარდა ამისა, სრულწლოვან პაციენტს შეუძლია უარი თქვას ინტესნიურ თერაპიასა და ცხოველმყოფელობის შემანარჩუნებელ სისტემებზე. თავად პაციენტისგან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შეთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნდობით აღჭურვილმა პირმა.
აღნიშნული კანონის კრიტიკოსების აზრით, პაციენტის სიკვდილის მომენტამდე ღრმა სედაცია, წარმოადგენს ევთანაზიის შენიღბულ ფორმას, თუმცა მომხრეების აზრით, სედაციის პროცედურას ევთანაზიასთან (რომელიც წინასწარ დაგეგმილ დროს ავადმყოფის სიკვდილს ითვალისწინებს), საერთო არაფერი აქვს.
ლალი ჩხიკვაძე