ლანსოლი - გულძმარვის სამკურნალო თანამედროვე, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლანსოლი - გულძმარვის სამკურნალო თანამედროვე, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი

გულძმარვის მიზეზი კუჭში მარილმჟავას ჭარბად წარმოქმნაა.

გულძმარვა პაციენტს აღენიშნება როგორც დღისით, ასევე ღამით, განსაკუთრებით ძლიერდება ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღებისას და ხშირად უძილობის ერთ-ერთი მიზეზიცაა.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

ყველა ზემოთაღნიშნულ დაავადებებს აერთიანებს ერთი მთავარი ნიშანი - მარილმჟავას ჭარბად გამოყოფა, რაც პაციენტების 80 % ის მიერ აღიქმება, როგორც გულძმარვა და წვის შეგრძნება კუჭის არეში. ამ პრობლემის მოსახსნელად მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, მათ შორის ყველაზე თანამედროვე და ეფექტურია „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“, რომელთა წარმომადგენელია ლანსოლი.

ლანსოლი - თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოგიხსნით გულძმარვას.

რაც ყველაზე ხელსაყრელია - ლანსოლი მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჯგუფს.

როგორ მოქმედებს ლანსოლი?

წარმოიდგინეთ რომ თქვენი კუჭის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია მრავალი პატარა „მილაკებით“, რომელთა მეშვეობით კუჭში გამოიყოფა მარილმჟავა. ჭარბად გამოყოფილი მარილმჟავა აზიანებს კუჭის კედელს, ხელს უწყობს კუჭის შიგთავსის გადასროლას უკან საყლაპავში და ასევე მის დაზიანებას მჟავის მიერ.

ლანსოლი მოქმედებს სწორედ ე.წ. „მილაკებზე“ და აბლოკირებს ჭარბი მარილმჟავას გამოყოფას.

შედეგად მცირდება კუჭის მჟავიანობა, რაც ხელსაყრელი პირობაა წყლულის შეხორცებისთვის.

ლანსოლი მოქმედებს დაავადების გამომწვევ მთავარ მიზეზზე და არა შედეგზე, როგორც ეს ხდება სხვადასხვა საღეჭი ტაბლეტებისა და სუსპენზიების მიღების დროს.

ლანსოლი გამოიყენება სამკურნალოდ და არა ადგილობრივად სიმპტომების მოსახსნელად.

როგორ მივიღოთ ლანსოლი?

გულძმარვისგან თავის დასაღწევად აუცილებელია ლანსოლით სწორი მკურნალობა და დოზირების განსაზღვრა:

ლანსოლი მიიღება დილით უზმოზე, კვებამდე ნახევარი საათით ადრე.

ლანსოლის მიღების კურსი არის 14 დღე.

ლანსოლის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მიღებიდან 1,5 – 2 საათის შემდეგ და მისი ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

მყარი და სტაბილური ეფექტის მისაღებად საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება

როგორ ვიკვებოთ რომ ნაკლებად შეგვაწუხოს გულძმარვამ?

მოერიდეთ მჟავე, ცხარე, ცხიმიან საკვებს, განსაკუთრებით ღამის საათებში:

ცხარე - წიწაკა, ნივრისა და ხახვის ჭარბად შემცველი საკვები, სოუსები.

მჟავე - ლიმონისა და ძმრის შემცველი პროდუქტები, პომიდორი.

ცხიმიანი - შემწვარი, მოხრაკული.

სხვადასხვა - შოკოლადი, ალკოჰოლური და კოფეინის შემცველი სასმელი.

https://www.facebook.com/lansoli/

R