რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა სპერმატოზოიდების ზედაპირზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა სპერმატოზოიდების ზედაპირზე

ვეიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რა ეხმარება მამაკაცის სასქესო უჯრედებს განაყოფიერების პროცესში მიზნის მიღწევაში.

მაიკლ ეიზენბახმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ სპერმატოზოიდები საოცრად ნატიფ რეაგირებას ახდენენ განაყოფიერების არეალში ტემპერატურულ ცვლილებასა და კვერცხუჯრედის მიერ გამოყოფილ ქიმიურ სიგნალებზე.

მამაკაცის სასქესო უჯრედებს მეტად ნატიფი მგრძნობელობა აქვთ. მათ უმნიშვნელო ტემპერატურულ ცვლილებაზეც (გრადუსის მეათასედ ნაწილზე) კი შესწევთ რეაგირების უნარი. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს უნარი ოპსინის ცილებს უკავშირდება. ცნობილია, რომ ოპსინის ცილები მხედველობის ორგანოს ფუნქციობაში იღებენ მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთს - როდოპსინს ბადურა შეიცავს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოპსინის ჯგუფის ცილები ადამიანის გარდა ვირთაგვების სპერმატოზოიდების ზედაპირზეცაა განთავსებული.

ექსპერიმენტულ კვლევებში ოპსინების ფუნქციობის ინჰიბირება (ანუ შეფერხება) იწვევდა იმას, რომ სპერმატოზოიდებს ცივი ადგილიდან შედარებით თბილ არეში გადაადგილების უნარი უწყდებოდათ. გასაოცარია ისიც, რომ ოპსინები ღვიძლისა და ფილტვის უჯრედებშიც ნახეს. სავარაუდოა, რომ აღნიშნულ ორგანოთა უჯრედებში ოპსინის ცილები ასევე სითბურ მგრძნობელობაზეა პასუხისმგებელი.

თინათინ გოცაძე

ფრანგმა მეცნიერებმა სპერმა ლაბორატორიულ პირობებში მიიღეს