რას პასუხობს იაშვილის კლინიკის პროფესორი გარდაცვლილი 8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახის წევრებს?
გაუმჯობესების ნაცვლად კი მისი მდგომარეობა დღითიდღე დამძიმდა. პაციენტი თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. შვიდი ბიოფსიის ჩატარების შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს.
AMBEBI.GE იაშვილის კლინიკის პროფესორს, ასმათ შენგელაიას ესაუბრა.
- გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი თქვენ არასწორი დიაგნოზის დასმაში გადანაშაულებთ, რამდენად სწორად დაისვა ლეიკემიის დიაგნოზი და სწორად ჩატარდა თუ არა მკურნალობა?
- ლეიკემიის დიაგნოზი ემყარება ძვლის ტვინის ლაბორატორიულ შესწავლას, რომელიც ტარდება ოთხ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. ეს ლაბორატორიებია: ციტომორფოლოგიური ლაბორატორია, ციტოქიმიური ლაბორატორია, ციტოგენეტიკის ლაბორატორია და იმუნოფენოტიპირების ლაბორატორია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით პაციენტს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი და მკურნალობა ჩაუტარდა საერთაშორისო გაიდლაინზე დაყრდნობით.
- თუ ბავშვს რეალურად ლეიკემია დაუდგინეთ და ქიმიოთერაპიის კურსიც დროულად დაიწყო, რატომ არ ჰქონდა მკურნალობას შედეგი? აცნობეთ ეს წინასწარ ოჯახს, რომ შეიძლება შედეგი ცუდი ყოფილიყო?
- პაციენტ ნიკურაძესთან მკურნალობის მე-15 დღეზე ძვლის ტვინის საკონტროლო შესწავლით სიმსივნური უჯრედები აღარ აღინიშნებოდა, რაც რემისიას ნიშნავს (დროებითი გაუმჯობესება), მაგრამ ღრმა აპლაზიის სტადიაში დაავადება გართულდა სოკოვანი ინფექციით. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი წინასწარ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი გართულებების შესახებ და არსებობს მისი წერილობითი თანხმობა მკურნალობის ჩატარებაზე.
-ბავშვს საავადმყოფოში მოყვანიდან რამდენ ხანში დაუდგინდა დიაგნოზი?