როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ?... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ?...

კონტრაცეფციის ეს ფორმა სიცოცხლის მანძილზე, შეიძლება ნებისმიერ ქალს, არაერთხელ დასჭირდეს. მიმიხვდით ალბათ - გადაუდებელ კონტრაცეფციას ვგულისხმობ.

გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს: პროგესტინულ აბს, კოკს (კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივს), ანტიპროგესტერონს (მიფეპრისტონს - გინეპრისტონს), საშვილოსნოსშიდა საშუალებას (სპირალი).

მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის არც ერთი მეთოდი არ ახდენს ზემოქმედებას უკვე დამდგარ ორსულობაზე და არ იწვევს თვითნებით აბორტს. დღეს შევჩერდები კონტრაცეფციის ერთ - ერთი საშუალებაზე , ეს არის ანტიპროგესტერონი (გინეპრისტონი).

რა შეიძლება ითქვას გინეპრისტონის მოქმედების მექანიზმზე? მარტივად რომ ავხსნათ: თუ დაუცველი სქესობრივი აქტი იყო ოვულაციამდე, მაშინ გინეპრისტონი ბლოკავს ოვულაციის პროცესს - კვერცხუჯრედი არ ტოვებს ფოლიკულს, არ ხვდება სპერმატოზოიდს, შედეგად ორსულობა არ დგება. იმ შემთხვევაში თუ სქესობრივი აქტი განხორციელდა ოვულაციის შემდგომ, მაშინ გინეპრისტონი მოქმედებს ენდომეტრიუმზე (საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, კერძოდ ის არ მომზადდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად), ის არ ემაგრება ლორწოვანს და შესაბამისად ორსულობა არ დგება. გინეპრისტონი გამოირჩევა კარგი ამტანობით და გვერდითი ეფექტების დაბალი სიხშირით. თუმცა მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომ გინეპრისტონი არის ექსტრემალური კონტრაცეფციული საშუალება და არა ყოვედღიური კონტრაცეპტივი, ის არ გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისათვის.

გადაუდებელი კონტრაცეფცია უსაფრთხო მეთოდია. უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც მას იყენებენ, რასაც რაიმე სერიოზული სამედიცინო გართულება არ მოჰყოლია. ასევე არ დადასტურებულა ანტიპროგესტერონის(მიფეპრისტონის, გინეპრისტონის,) კავშირი ნაყოფის სიმახინჯეებთან, თანდაყოლილ დეფექტებთან. გადაუდებელი კონტრაცეფცია არც ექტოპიური ორსულობის რისკს ზრდის.

ვინც ასეთ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილა, ალბათ დამეთანხმება, რომ გადაუდებელ კონტრაცეფციას ბევრი დადებითი მხარე აქვს: ის სრულიად უსაფრთხოა; იოლად ხელმისაწვდომია - გაიცემა რეცეპტის გარეშე; ამცირებს აბორტის საჭიროებას; ამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს; გამოიყენება ახალგაზრდებთან, რომლებიც, ნაკლებად სავარაუდოა, პირველი სქესობრივი კავშირისთვის იყვნენ მომზადებულნი. და ასევე ფიზიოლოგიური ამენორეის , ძუძუთი კვების პერიოდში.

გადაუდებელი კონტრაცეფცია არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როგორებიცაა: სქესობრივი კავშირი კონტრაცეფციული საშუალების გარეშე; კონტრაცეპტივის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევა - კონდომის გახევა ან ჩამოცურება ზედიზედ, ორი ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღების გამოტოვება; სქესობრივი აქტის წარუმატებელი შეწყვეტა; ციკლის ფერტილური დღის არასწორი გამოთვლა ;საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოვარდნა და სხვა; სქესობრივი ძალადობისას, როდესაც ქალი არ იყო დაცული კონტრაცეფციული მეთოდით.

დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად (არა უგვიანეს 120 საათისა) უნდა მიიღოს: - 1 აბი გინეპრისტონი 10 მგ ერთჯერადად.

გადაუდებელ კონტრაცეფციას მრავალი უპირატესობა აქვს. მისი უმთავრესი ღირსება ეფექტურობაა. მისი გამოყენებისას 100 ქალზე წელიწადში ორსულობის მხოლოდ 0,3-3% შემთხვევა მოდის. ის ხელს არ უშლის სქესობრივ კავშირს და ერთ-ერთი ყველაზე კონფიდენციალური მეთოდია. რაც მთავარია, შექცევადია - როცა მზად იქნებით, დაგეგმილად, ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე მოახერხებთ დაორსულებას. .ამ მეთოდის კიდევ ერთი დიდი ღირსება ის არის, რომ ხელსაყრელია მეძუძური დედებისთვის (მისი მიღება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ შეიძლება)ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია რადგან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, უნდა იცოდეთ , რომ მშობიარობის შემდგომ, მენსტრუაციის ციკლის აღდგენამდეც შესაძლებელია დაორსულება.

გახსოვდეთ, გამოსავალი ყოველგვარი ვითარებიდან არსებობს, მთავარია, ამის შესახებ იცოდეთ. ეცადეთ, არ დაგჭირდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება, მაგრამ თუ მაინც აღმოჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში, უკვე იცით, როგორ მოიქცეთ.

მნიშვნელოვანია! არ გამოიყენოთ გადაუდებელი კონტრაცეფცია, როგორც თავის დაცვის რეგულარული საშუალება. გადაუდებელი კონტრაცეფცია არ გიცავთ სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან.

არ შეშინდეთ, თუ პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ მენსტრუალური პერიოდი დაგიგვიანდათ. ეს კონტრაცეპტივის ერთ-ერთი შესაძლო გვერდითი ეფექტია. დაელოდეთ 5-7 დღე, ან ორსულობის დასადგენი ტესტი გამოიყენე.

R