შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო "რედისონში" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და "გლობალური ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დაიბლმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საერთაშორისო ფორუმის პარალელურად მოხდა, რომლის მიზანია "გლობალური ფონდის" მიერ შემოღებული დაფინანსებიდან მკურნალობის პროგრამის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა. საერთაშორისო კონფერენცია სამდღიანია და მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელშიც დავით სერგეენკოსა და მარკ დაიბლის გარდა "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავაც მონაწილეობდა.

მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებას, რომლითაც მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანდათან თავის თავზე აიღებს აივ ინფექცია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაავადებების მკურნალობის დაფინანსებას და ამაში იგი "გლობალური ფონდის" დაფინანსებას ჩაანაცვლებს.

"მემორანდუმი ეს არის ახალი საბანკო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება უახლესი ორ წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში დაფინანსება. დაფინანსების გრაფიკი დინამიურია. იზრდება სახელმწიფო დაფინანსების წილი და პროპორციულად მცირდება გლობალური ფონდის. ასე, რომ სამი წლის თავზე სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ სამივე პროგრამის მართვას. თანხობრივად ეს შეადგენს 50 მლნ-ზე მეტს. რაც შეეხება წილადობრივ ზრდას, ეს არის დაწყებული 5%-დან 75%-მდე და სამი წლის შემდეგ სახელმწიფოს წილი 100% იქნება", _ დასძინა სერგეენკომ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობი დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განუცხადა, "გლობალური ფონდი" აივ ინფექცია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაავადებების მკურნალობის პროგრამებს საქართველოში სავარაუდოდ 2006 წლიდან აფინასებს და ამ მიზნით დაახლოებით 100 მლნ ლარია დახარჯული.

გასულ წელს მარტო ტუბერკულოზის პროგრამით 25 ათასმა დაავადებულმა ისარგებლა.