„სუპერ ბეიბი“ - საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო საბავშვო ნამცხვარი (ე.წ. პეჩენია) თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის 6 თვის ასაკიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„სუპერ ბეიბი“ - საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო საბავშვო ნამცხვარი (ე.წ. პეჩენია) თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის 6 თვის ასაკიდან

გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ქართულ სუპერმარკეტებში წარმოდგენილი ბავშვთა კვების პროდუქტები და თქვენთვის ჩვენი ფავორიტი გაგვეცნო.

ამჯერად, წარმოგიდგენთ საქართველოში დამზადებულ საბავშვო ნამცხვარს „სუპერ ბეიბი“ რომელიც ნამდვილად იმსახურებს ფართო აუდიტორიის ყურადღებას მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებლებით:

1. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს და გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატი.

“სუპერ ბეიბი“-ს შემადგენლობაში გენმოდიფიცირებული ელემენტების არსებობა შესწავლილი და შემოწმებულია აკრედიტირებულ ლაბორატორია Quality Lab-ში და გაცემულია შესაბამისი სერთიფიკატი. ლაბორატორიული კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სერთიფიკატში, რომელიც ადასტურებს რომ "სუპერ ბეიბის" ინგრედიენტები არ შეიცავენ GMO-ს.

2. არ შეიცავს კონსერვანტებს.

კონსერვანტების შემცველი პროდუქტების მოხმარება პირდაპირ კავშირშია სუნთქვის პრობლემებთან. ისინი ცვლიან ადამიანების ქცევასაც განსაკუთრებით საბავშვო ასაკში და იწვევენ ჰიპერ-აქტიურობას. კონსერვანტები ასევე ვნებენ გულსაც, ათხელებენ რა გულის ქსოვილს. მონელების შემდგომ კონსერვანტები გარდაიქმნებიან კარცენოგენებად, კიბოს გამომწვევ აგენტებად.

3. დამზადებულია ნატურალურ ცხიმზე და არ შეიცავს პალმის ცხიმს.

პალმის ცხიმი, რომელსაც ძირითადად იყენებენ პროდუქციის ვადის გასახანგრძლივებლად და სიიაფის გამო, ძნელად მოსანლელებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან იხსნება მაღალ ტემპერატურაზე (დაახლოებით 40°C-ზე). პალმის ცხიმი გვხვდება თითქმის ყველა ამ კატეგორიის რუსულ თუ უკრაინულ პროდუქციაში. დსთ-ს ქვეყნებში იმდენად მასიურად გამოიყენება პალმის ცხიმი, რომ მის შეზღუდვას ჯანმრთელობაზე ზიანის გამო უკვე დეპუტატებიც კი ითხოვენ. (იხ. ორიგინალი სტატია http://izvestia.ru/news/572866 )

4. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფქვილზე და სწორედ ამიტომ ადვილად იხსნება ფაფებში, ჩაისა თუ რძის პროდუქტებში

„სუპერ ბეიბი“ რეკომენდირებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ 6 თვის ასაკიდან. ამ პერიოდში პატარები გადაგვყავს უფრო მრავალფეროვან საკვებზე, თუმცა მნიშვნელოვანია ეს გადასვლა რბილი და ადვილად მისაღები იყოს ბავშვების ნორჩი ორგანიზმისთვის. უმაღლესი ხარისხის ფქვილზე დამზადებული „სუპერ ბეიბი“ ადვილად იხსნება ჩაიში, ფაფებში და რძის ნაწარმში და მისი ფაქტურა სასიამოვნო იქნება პატარასათვის, აგრეთვე გამრავალფეროვანდება მისი რაციონიც, რადგან ამ ნამცხვართან ერთად მრავალი კომბინაციის გაკეთება შეგიძლიათ.

5. დამზადებულია საქართველოში

ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ ქართული პროდუქტი ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტულ პროდუქციას, და მათგან განსხვავებით, ჩვენი და ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის, ბევრად სასარგებლოა. გარდა შესამჩნევი ხარისხისა, აღსანიშნავია, რომ პროდუქტი მუდამ ახალი ვადებით დევს დახლებზე. ამას „ჯორჯიანბეიქერსი“ კარგად აწყობილი გაყიდვებისა და დისტრიბუციის ქსელით ახერხებს, რომელიც მთელ საქართველოს და 8 000-მდე მაღაზიას ფარავს. როგორც მისმა წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, ისინი მუდმივად ახალ პროდუქციას აწარმოებენ მოთხოვნის შესაბამისად და ნაშთებით არ მუშაობენ. შესაბამისად, მომხმარებლები მუდმივად ახალ პროდუქტს იღებენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ: "ჯორჯიან ბეიქერსი" ქართული კომპანიაა და ის არ გაურბის პასუხისმგებლობას. უცხოური ნაწარმი მსგავს პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, არ გაიყიდება ის კონკრეტული დასახელება, სამაგიეროდ სხვას გაყიდიან. ჩვენ კი, მთელი ფაბრიკა ვართ პასუხისმგებელი ხარისხზე."

6. დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს.

„სუპერ ბეიბი“ 110გ და 425 გ შეფუთვებში იყიდება და გაცილებით იაფია ვიდრე ამ კატეგორიის სხვა ქართული თუ იმპორტული ნამცხვრები. ბოლო პერიოდში, ლარის გაუფასურების გამო საოცრად გაიზარდა პროდუქტების ფასები. ზრდა განსაკუთრებით იმპორტულ პროდუქციას შეეხო, თუმცა ქართულ პროდუქტებსაც შეეტყოთ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, რადგან ნედლეულისა თუ შეფუთვის ფასები დოლარებშია დაფიქსირებული. „ჯორჯიან ბეიქერსში“ აცხადებენ, რომ ფასების ზრდას გვერდი ვერ აუარეს გაზაფხულზე, თუმცა შემოდგომაზე კიდევ უფრო არამყარი სავალუტო კურსის მიუხედავად, თავიანთი მოგების ხარჯზე ცდილობენ შეინარჩუნონ არსებული ფასები და არ აპირებენ მათ გაზრდას.

მიუხედავად პროდუქტის დასახელებისა, არ იფიქროთ. რომ ეს მხოლოდ საბაშვო და ორსულთათვის განკუთვნილი ნამცხვარია. დააგემოვნეთ და არ დაგავიწყდეთ შთაბეჭდილებების ჩვენთვის გაზიარება.