ფრანგ ჰომოსექსუალისტებს დონორობის ნებას რთავენ
საფრანგეთში ჰომოსექსუალისტებსა და ნარკომანებს სისხლის დონორობა ეკრძალებათ. ასეთივე კანონი აშშ-ში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს.
-
აკრძალვას საფუძვლად უდევს ამ კატეგორიის პირებს შორის აივ-ინფექციის მაღალი გავრცელება. მიუხედავად ამისა, მინისტრმა კანონს დისკრიმინაციული უწოდა.
საფრანგეთში აივ-ინფექციის მატარებელთა საერთო ოდენობის 29% ჰომოსექსუალისტია, ამიტომ დონორობის მსურველს აუცილებლად ეკითხებიან, როგორია მისი სექსუალური მიდრეკილებები, მაგრამ აკრძალვის პრაქტიკულობა საეჭვოა, ვინაიდან ადვილი შესაძლებელია, პოტენციურმა დონორმა სქესობრივი ორიენტაცია დამალოს.