News
ეს მავნე ჩვევა შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული შერყევის ფასად დაგვიჯდეს.
ნარის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ძილის დროს სინათლე ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, კერძოდ, ზრდის უძილობის, ჰიპერტონიის, დეპრესიის რისკს, აუარესებს ძილის ხარისხს, ცვლით პროცესებს და შესაძლოა სუიციდური აზრების წარმოშობაც კი გამოიწვიოს.
სომნოლოგი კენჯი ობაიაში ვარაუდობს, რომ ძილის დროს ორგანიზმზე სინათლის მავნე გავლენა უკავშირდება ძილისა და ღვიძილის მდგომარეობის ცვლას და ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სხვა სასიცოცხლო პროცესზე პასუხისმგებელი ცირკადული რიტმის დარღვევას, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია,
ძილის დროს სინათლის ნეგატიური მოქმედების ზუსტი მექანიზმი მეცნიერებისთვის უცნობია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძილის დროს სინათლე ხელს უშლის მელატონინის ნორმალურ გამომუშავებას, ეს ჰორმონი კი ძილისა და ფსიქიკური პროცესების ხარისხს განაგებს.
მეცნიერები გვირჩევენ დავიძინოთ სრულ სიბნელესა და სიჩუმეში, რადგან რაც უფრო მკვეთრია სინათლე ძილის დროს, მით უფრო მეტია დეპრესიისა და სუიციდური მიდრეკილების განვითარების რისკი.
ჭამის შემდეგ იკრძალება
დიეტოლოგებმა შეადგინეს იმ ქმედებათა სია, რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის ჭამის შემდეგ.
- არ დააყოლოთ სადილს ჩაი და დესერტი - ეს ანელებს მეტაბოლიზმს, რაც იწვევს ზედმეტი კილოგრამების პრობლემურ ადგილებში ჩალაგებას.
- არ მოწიოთ ჭამის შემდეგ. მოწევა რომ ჯანმრთელობას ვნებს, ყველამ იცის, მაგრამ უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭამის შემდეგ მოწევა ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო საზიანო ყოფილა.
- არ დაასრულოთ არც საუზმე, არც სადილი და არც ვახშამი ხილით. ხილის ჭამა შეიძლება საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ერთი საათის შემდეგ. ხილი ხელს უშლის საჭმლის მონელებას და შესაძლოა, შებერილობა გამოიწვიოს.
- არ მიიღოთ შხაპი დანაყრებულზე. ცხელი წყლის გავლენით სისხლი სწრაფად აწვება კანს, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებისკენ სისხლის ნაკადის შემცირებას იწვევს. შედეგად ნელდება მონელების პროცესი, ფერხდება და უარესდება მიღებული საკვების ათვისება.
- არ დაიძინოთ ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით - ღამით. ძილი ვერ იქნება ღრმა და სასარგებლო.
დიეტოლოგების რეკომენდაციით, უნდა ვივახშმოთ დაძინებამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე, თანაც მსუბუქად, სასურველია, ცილებით მდიდარი საკვებით, მაგალითად, უცხიმო ხაჭოთი ან ყველით.
გვიანი ვახშმის 6 "ოქროს წესი"
წესი 1-ელი: სწორად შეარჩიეთ პროდუქტები
ბევრს ჰგონია, რომ ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და ცივად საჭმელი. სინამდვილეში ტემპერატურასა და კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის მოხარშული ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული, მოხარშული თევზი ან მსუბუქი წვნიანი. ასეთ მენიუს ნაწლავებიც უფრო უკეთ გადაამუშავებენ, ვიდრე მშრალ ლორიან, ყველიან და კარაქიან ბუტერბროდს. ბევრი ცდილობს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თავი რამე გემრიელით დაისაჩუქროს - ლუდით, ნაყინით, ნამცხვრით... ესენი ვახშმად ნამდვილად დამღუპველია.
წესი მე-2 – ნუ მიეძალებით ხილს
ბევრს რატომღაც მიაჩნია, რომ საღამოს შეგიძლია მიირთვა იმდენი ხილი, რამდენიც გინდა - არ გაგასუქებს. სულაც არ არის ასე! ხილსაც შეუძლია, წონა შეგმატოთ, რადგან მდიდარია ნახშირწყლებით. უმჯობესია, ხილი მიირთვათ დღის განმავლობაში - დილით და შუადღისას,
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/dietologia/17513-gviani-vaxshmis-6-okros-cesi.html