News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

სხეულში ლითონის არსებობამ კი შესაძლოა ხელი შეუშალოს MRI-ს მუშაობას. რაც უფრო ძლიერია MRI-ს მაგნიტი, მით უფრო სახიფათოა სხეულში ლითონის ნაწილაკების არსებობა. MRI-სადმი შიშმა ქირურგიაში მეტალის გამოყენების გახშირებასთან ერთად იმატა. კარდიოსტიმულატორები, იმპლანტირებული დეფიბრილატორები, ნეიროგადამცემები ელექტროდებით, ყურის იმპლანტანტები, სასქესო ორგანოების პროთეზები, ხელოვნური სახსრები და თვალები, იმპლანტირებული კონტრაცეპტივები, ქირურგიული კავები და ჭანჭიკები, ინსულინის ტუმბო - ყოველივე ეს ზრდის პრობლემების წარმოშობის რისკს. ნიკოტინის პლასტირი და კანიდან მედიკამენტების შემყვანი პლასტირიც კი შეიძლება შეიცავდეს ლითონს. გარდა ამისა, მეტალის ნაწილაკები შედის დეკორატიული კოსმეტიკისა და თმის ლაქის შემადგენლობაშიც. სახიფათოა კბილების პროთეზიც. მეტალის ნაწილაკებმა რომც არ დააზარალოს ადამიანი, მკვეთრი გამოსახულების მიღებას ნამდვილად შეუშლის ხელს. საშიშია MRI-ს ოთახში ლითონის ობიექტების არსებობაც, რადგან MRI-ს მაგნიტები მათ პაციენტისკენ იზიდავს. აღრიცხულია შემთხვევა, როდესაც ადამიანი დაბრმავდა თვალში ლითონის ნაწილაკების მოხვედრის გამო - ამ ნაწილაკების გადანაცვლების შედეგად მხედველობის ნერვი დაუზიანდა.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკფაქტორია

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთი აბის გამოყენება 50%-ით ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20-დან 49 წლამდე ასაკის ძუძუს კიბოთი დაავადებულმა 1102-მა და 21952-მა ჯანმრთელმა ქალმა. მკვლევრებმა შეაგროვეს დეტალური და ზუსტი ინფორმაცია პრეპარატების დოზირებისა და მიღების ხანგრძლივობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ორალური კონტრაცეპტივის გამოყენება კვლევის მონაწილეთა შორის 50%-ით ზრდიდა ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობას. ესტროგენის დიდი დოზით შემცველი კონტრაცეპტივები, მაგალითად, ეთინოდიოლ დიაცეტატის ან ნორეთინდრონის შემცველი სამფაზიანი კომბინირებული პრეპარატები, რისკს 2,6-3,1-ჯერ ზრდის, ხოლო ზომიერად შემცველი - 1,6-3,1-ჯერ. აბები, რომლებიც ესტროგენს მცირე კონცენტრაციით შეიცავს, რისკის მატებასთან არ ასოცირდება. მეცნიერთა თქმით, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ კიბოს განვითარების ალბათობა იკლებს.